შვეიცარიულ ნიონში უეფას ევროპა ლიგის ფლეი ოფის წილისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის მსგავსად სუპერწყვილი აქაც მივიღეთ, სხვა გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: ბარსელონა vs მანჩესტერი, იუვენტუსი vs ნანტი, სპორტინგი vs მიდტიულანდი, შახტარი vs რენი, აიაქსი vs უნიონი, ლევერკუზენი vs მონაკო, სევილია vs პსვ, ზალცბურგი vs რომა მატჩები 16 და 23 თებერვალს გაიმართება, მოგებულები კი 1/16-ფინალში ითამაშებენ. შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა ბუდაპეშტში, 31 მაისს შედგება.
ჭდე: ევროპა ლიგა
ურტყეს ერთმანეთს
სევილიაში ევროთასის ფინალის წინ „რეინჯერსის” და „ფრანკფურტის” ფანებმა იჩხუბეს. გულშემატკივართა ორმა დიდმა ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად შეაშინა. ისინი ერთმანეთს კაფე-ბარების სკამებს და სხვა ნივთებს ესროდნენ. როგორც ჩანს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნასროლმა საგანმა ერთ-ერთ გერმანელს თავთან ჩაუფრინა; რომ არ დახრილიყო, დაზარალდებოდა. შემდეგ, „რეინჯერსის” მავან გულშემატკივარს ვიღაც გერმანელმა სახეში გაარტყა. წაქცეულს სხვებიც შემოეჯარნენ და გონების დაკარგვამდე...
რემზიმ ევროლიგა ფრანკფურტს უსახსოვრა
„რეინჯერსის” ბრწყინვალე ევროსეზონი გულის ტკენით დამთავრდა: არონ რემზის პენალტების სერიაში ხელი მოეცარა, გადამწყვეტი დარტყმა ვერ გაიტანა და ევროლიგის თასი ფრანკფურტის „აინტრახტმა” მოიგო. არადა, უელსელი გლაზგოს გუნდმა „იუვენტუსისგან” დიდი გამარჯვებებისთვის შეიძინა. აქამდე, 1980 წელს, ფრანკფურტელებს უეფას თასი ჰქონდათ მოპოვებული. ფინალი, რომელიც სევილიაში გაიმართა 1:1 დამთავრდა. როდესაც 57-ე წუთზე ნიგერიელმა ჯო არიბომ ანგარიში გახსნა, „რეინჯერსის” ქომაგებს იმედი...
მანჩესტერი დღესვე მზადაა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო მზადება ევროპა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 26 მაისს პოლონურ გდანსკში გაიმართება. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, ოლე გუნარ სულშერმა, „მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „ფულემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაშიც ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ფინალში გაიყვანს. მატჩი, მოგეხსენებათ, ფრედ 1:1 დასრულდა და მასპინძელთაგან თავი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ. პორტუგალიელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა....
ფინალზე ქომაგები დაუშვეს
უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან, თუმცა, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი პოლონურ გდანსკში 26 მაისს გაიმართება. პოლონურმა მხარემ დასტური მისცა უეფას, სტადიონზე ტევადობის 25%, ანუ 9500 მაყურებელი შეუშვას. ამ რაოდენობიდან 2-2 ათას ბილეთს ფინალისტები მიიღებენ. კიდევ 2 ათასი ბილეთი უეფას საიტზე ღია გაყიდვაში დაიდება. დარჩენილ...
ჯეკო და ოლდ ტრაფორდი
საინტერესო ფაქტი დააფიქსირა „რომას“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ. ბოსნიელმა ფეხბურთელმა „მანჩესტერს“ „ოლდ ტრაფორდზე“ სამ ათწლეულში, სამ სხვადასხვა ტურნირზე, სამი სხვადასხვა ქვეყნის, სამი გუნდის მაისურით გაუტანა გოლი. ჯეკომ 2006 წელს „ვოლფსბურგში“ თამაშისას მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგის მატჩისას გაუტანა, შემდეგ უკვე „მანჩესტერ სიტიში“ ბურთაობისას 2011 წელს მოახერხა იგივე და აგერ, ახლა ევროპის ლიგის მატჩისას „რომას“ მაისურით. აღსანიშნავია, რომ „ვოლფსბურგის“...
ევროპა ლიგაც დაწყვილდა
ნიონშივე გაირკვა ის წყვილები, რომელიც უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გუნდები ასე დაწყვილდნენ: გრანადა-მანჩესტერი არსენალი-სლავია აიაქსი-რომა დინამო (ზ)-ვილიარეალი მეოთხედფინალის პირველი მატჩები 8 აპრილს ჩატარდება, საპასუხო – 15 აპრილს. ერთ ნახევარფინალში პირველი და მესამე წყვილში გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო მეორეში მეოთხე და მეორეში მოგებულები. მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე ჩატარდება.
აიაქსს ალერი სახლში დარჩა
ისეც ხდება, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები კომიკურ სიტუაციებში ვარდებიან. ამასთან ისე, რომ შექმნილი სიტუაციები მათივე მენეჯმენტის ბრალია. ერთ-ერთი მათგანი ამსტერდამის „აიაქსი“ გამოდგა, რომელსაც კურიოზი ევროპის ლიგის განაცხადის შევსების დროს დაემართა. 2 თებერვალს ევროპალიგის გუნდებს უეფაში 25 ფეხბურთელით შევსებული სია უნდა გადაეგზავნათ. ცხადია, ეს ამსტერდამელებმაც გააკეთეს, მაგრამ სიაში არ აღმოჩნდა ახალწვეული სებასტიან ალერი, რომელიც „ვესტ ჰემიდან“...
სენსაციური გოლი და წესიერი კაცი
ჰარი ვინკსს ორ წელიწადზე მეტია გოლი არ გაუტანია და აი, ბედმა გაუღიმა — „სფურზის” მოთამაშემ 50 მეტრიდან შეაგდო. ნახევარმცველმა ბურთი მოედნის კიდესთან „ლუდოგორეცის” ნახევარზე, ცენტრთან ახლოს მიიღო და იქიდან არასწორად მდგარი მეკარე დეიან ილიევის კარში კალათბურთის სამქულიანივით ჩააგდო. ბურთი დამრტყმელისგან მარჯვენა ზედა კუთხეში შევარდა და როგორც ბულგარელები, ასევე თავად ლონდონელები პირდაღებულები დატოვა. სენსაციურ გოლამდე, „ლუდოგორეცის”...
საუკეთესო გოლი, რომელიც მინახავს
ძნელად სავარაუდოა, ფეხბურთის ნეიტრალურ გურმანთა შორის ბევრს გასჩენოდა ლიეჟის „სტარდარდისა“ და გლაზგოს „რეინჯერსის“ მატჩის ყურების სურვილი. არადა, სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა ევროპალიგის ისტორიაში ყველაზე შორიდან გატანილი გოლი… ინგლისელმა კემარ რუფმა მეორე დამატებულ წუთზე საკუთარი საჯარიმოდან 10 მეტრში მოიხელთა ბურთი, მეტოქე მხრით მოიშორა, მერე კიდევ ორს გასცდა და 50 მეტრიდან დაარტყა… ბელგიელთა მეკარე არნო ბოდარი ასეთს...









