ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი – მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და შესაბამისად მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის. ჯამში 780 000. დიახ, ევროპა ლიგაზე მხოლოდ მონაწილეობისთვის უეფა კლუბს 240 ათასით...
ჭდე: ევროპა ლიგა
უეფამ გამოკითხვა დაიწყო
უეფამ იმ ფეხბურთელების მოკლე სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მიხედვით შედგა. პრიზები საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს გადაეცემათ 1 ოქტომბერს, როცა მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ჟიური იმ 32 მწვრთნელისგან შედგება, რომლებიც გასულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. ასევე, უეფას 55 წევრი ასოციაციის 55 ჟურნალისტისგან. საქართველოდან გამოკითხვაში ტრადიციულად „სარბიელი“ და მისი წარმომადგენელი დავით...
UEFA-ს რვათა ფინალი მოეწონა
დასრულდა ევროსეზონი – ჩემპიონთა და ევროპის ლიგამ მორიგი გამარჯვებული ჩაწერეს ისტორიაში, თუმცა სეზონი გვიან დასრულდა, გვიან და ახლებურად. კორონავირუსის პანდემიის გამო UEFA-ს ევროტურნირების დასრულება შემჭიდროვებული ფორმატით მოუწია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ორმა სტადიონმა უმასპინძლა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიგო, ხოლო ევროპალიგის დასკვნითი შეხვედრები გერმანიის ოთხ ქალაქში (გელზენკირხენი, კიოლნი, დიუსელდორფი და...
ფინალი ესპანელებისაა
2002 წლიდან მოყოლებული, ესპანურმა კლუბებმა ევროტურნირებზე მოიგეს ყველა, თხითმეტივე ფინალი, სადაც კი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ პერიოდში მადრიდის „რეალმა“ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „ბარსელონამ“ – ოთხჯერ. 2004 წელს „ვალენსიამ“ უეფას თასი (ევროპის ლიგა) მოიგო, სევილიამ იგივე ხუთჯერ გააკეთა, მადრიდის „ატლეტიკომ“ – ორჯერ. ლა ლიგის წარმომადგენლებმა ევროთასებზე ბოლო ფინალები 2001 წელს წააგეს. მაშინ „ვალენსია“...
საქართველოს ჩემპიონი სლოვენიაში ალოდინეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის მეჩვიდმეტე გუნდად შევიდა. ეს სლოვენიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ გაირკვა, სადაც პირველადგილოსანი „ცელიე“ შინ „მარიბორს“ დაუზავდა (2:2) და მოპოვებული ოქროს მედლებით საქართველოს ჩემპიონი ახეირა. არადა, ჩემპიონი რომ გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე „მარიბორი“ გამხდარიყო, განთესილთა შორის სწორედ ის მოხვდებოდა და ეს დინამოელებს აზარალებდა. აი, ეს...
ევროპა ლიგა გერმანიაში დასრულდება
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. როგორც ჩემპიონთა ლიგაის გათამაშებაში, ამ ტურნირზეც, ჯერ არ გამართულა მერვედფინალის საპასუხო მატჩები. წინასწარი წილისყრით კი მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „შახტარი“ (უკრაინა) VS „ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „ბაზელი“ (შვეიცარია) VS „აინტრახტი“ (გერმანია) (1); „ლინცერი“ (ავსტრია) VS „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) VS „კოპენჰაგენი“ (დანია) (2); „ინტერი“ (იტალია) VS...
უეფა რვაზე გადავიდა
უეფა ევროთასების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია უსწრაფესად იცვლება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის სტამბოლური ფინალის ნაცვლად, გერმანიაში „ოთხთა ფინალი“ გაიმართებოდა. ახლა კი ესპანური მედია ავრცელებს ცნობას, რომ უეფა სხვა გადაწყვეტილების მიღებასთან არის ახლოს – ითქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის დასკვნითი ეტაპები ლისაბონში გაიმართება. ფორმატი კი იგივე რჩება რაც ბოლოს...
ლოკერენი გაკოტრდა
ბელგიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კლუბმა, “ლოკერენმა”, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომერციულმა სასამართლომ, 5-მილიონიანი დავალიანების შემდეგ, კლუბი გაკოტრებულად სცნო. მეპატრონეები ფეხბურთელებსა და პერსონალს ხელფასებს ვეღარ უხდიდნენ – გვამცნობს Het Laatste Nieuws. 2019 წელს “ლოკერენი” ქვეყნის პირველ დივიზიონში გავარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2014-ში ბელგიის თასი მოიგო და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. 2002...
ვამბობთ გაბალას, ვხედავთ ფეიენოორდს
ევროსარბიელი ქართული გუნდებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებით გრძელდება. ქვეყნის კოეფიციენტის ამაღლებაზე თბილისის „დინამო“ განსაკუთრებთ ზრუნავს. სამიდან სამი მოგების შემდეგ, ელიგის ლიდერი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლიდანაც ერთ ნაბიჯშია. პირველი მატჩის მერე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ 2:0 უგებს და 1 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ მასპინძლობს. მატჩამდე, ორივე გუნდის მწვრთნელი ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა. „დინამოს“...
როგორ დამალა დინამომ გაბალა…
აქ მოსაგებად ჩამოვედითო, – თქვა გაბალაში მატჩის წინ დინამოელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და დანაპირები შეასრულა. „დინამომ“ “გაბალას“ ყველა კომპონენტში აჯობა, 2:0 დამსახურებულად მოიგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. საინტერესო გუნდად ყალიბდება „დინამო“. ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასაწყისში შექმნილი კრიზისი თითქმის არც ყოფილაო: ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს და ივლისის პაუზის წინ, პირველად ჩაუდგნენ...









