ქართული გუნდების საევროსარბიელო გამოსვლა ბრწყინვალე გამარჯვებით „საბურთალომ“ დაიწყო, მერე კი თბილისურ გუნდს მხარი თანაქალაქელმა „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამაც“ აუბეს. რასაც ვერ ვიტყვით ქუთაისის „ტორპედოზე“. მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ექს-ჩემპიონმა ყაზახეთში „ორდაბასთან“ იბრძოლა, თუმცა 67-ე წუთზე როინ კვასხვაძის უხეშ შეცდომის შედეგად კუთხურიდან ერთადერთი გოლი მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მიუხედავად შეცდომისა, საქართველოს ნაკრების მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში...
