ჭდე: გოლდენ სტეიტი

Home გოლდენ სტეიტი
კლეი დაბრუნდა
ჩანაწერი

კლეი დაბრუნდა

„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავი კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა და ეს 941-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გააკეთა. ტომპსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო. კლეიმ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩისთვის საკმარისი ქულები დაგროვა – 17, თუმც, ჯერ არ ითქმის, რომ „მაჯა ისევე უჭრის“, როგორც დაშავებამდე. ტომპსონმა 10-დან ოთხი ორქულიანი და რვიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. „თავიდან ცოტას ვნერვიულობდი,...

ლეიკერსმა თავი მოიმკვდარუნა
ჩანაწერი

ლეიკერსმა თავი მოიმკვდარუნა

ამაღამ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ საკალათბურთო ლიგაში რეგულარული სეზონი დაიწყება. „გოლდენ სტეიტის“ პირველი მეტოქე ვარსკვლავთკრებული „ლეიკერსი“ იქნება. ჟურნალისტებმა „გოლდენ სტეიტის“ მთავარ მწვრთნელ სტივ კერის მეტოქის არადამაჯერებელი წინასასეზონო სერიის შესახებ ჰკითხეს – 6 შეხვედრაში 6 მარცხი ნამდვილად მეტისმეტია. „მგონია, რომ „ლეიკერსმა“ უბრალოდ თავი მოიმკვდარუნა. ეს უაღრესად გამოცდილი გუნდია და კარგად ესმით, რომ წინასასეზონო მატჩები ბევრს არაფერს ნიშნავს....

მხოლოდ ის და ჯორდანი
ჩანაწერი

მხოლოდ ის და ჯორდანი

NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი გახდა. საშუალოდ მატჩში მისმა მონაგარმა 31,8 ქულა შეადგინა. მას მცირედით ჩამორჩა ბრედლი ბილი – 31,3 ქულა. სტეფ კარი კარიერაში მეორედ გახდა რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე. ისე კი, კარი პირველია მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც 33 წლის ასაკს გადაცილებულმა მოიპოვა ეს ტიტული.

კარის აპრილი
ჩანაწერი

კარის აპრილი

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი არანორმალურ ფორმაშია. „მეომრებმა“ ბოლო მატჩში „საკრამენტო კინგზი“ 117:113 დაამარცხეს და ამაში კარის დიდი დამსახურებაა. მან გუნდს 37 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სტეფმა 50%- იანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები და 14 მცდელობიდან შვიდი ჩააგდო. აპრილის თვეში კი, ჯამში 85 სამიანი გამოუვიდა, რაც ლიგის ყველა დროის რეკორდია. ამასთან, აპრილის ბოლომდე კიდევ არის თამაშები…...

კარის ახალი რეკორდები
ჩანაწერი

კარის ახალი რეკორდები

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ მორიგი შოუ დადგა და კიდევ რამდენიმე რეკორდს შეუტია. კარის გუნდმა „დენვერ ნაგითსს“ 116:107 მოუგო, სტეფმა კი, 53 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 18-დან 10 სამქულიანი და 16-დან 15 საჯარიმო), ექვსი მოხსნა და ოთხი პასი დააგროვა. ეს ყველაფერი 36 წუთში. დაგროვებული ქულების ჯამით კარიმ კლუბის ისტორიაში ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაასწრო. ახლა...

კარი სამქულიანებს უტევს
ჩანაწერი

კარი სამქულიანებს უტევს

სტეფ კარი რომ ქულუხვი ბიჭია, მთელმა საკალათბურთო სამყარომ იცის. „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა ლიდერმა ამ დილით კარიერის რეკორდი დაამყარა და „პორტლენდთან“ (137:122) მატჩში 62 ქულა მოინაგრა. სტეფმა 31-დან 16 სროლა გამოიყენა, აქედან 16 იყო სამქულიანი და რვამ მიზანს უწია. შედეგად, კარის კარიერაში უკვე 2500 სამქულიანი მოუგროვდა და ახლა ორი MVP-ის ტიტულის მფლობელის წინ მხოლოდ ორი კალათბურთელია...

კორონაზარალი
ჩანაწერი

კორონაზარალი

კორონავირუსმა დიდი გავლენა მოახდინა NBA-ს გასულ სეზონზე. რეგულარული სეზონი შემცირდა, გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული „ბაბლის“ სისტემით, ერთ ქალაქში გაგრძელდა და უმაყურებლოდ ჩამთავრდა. ცხადია, ამ ყველაფერმა, გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ბუღალტერია იმიტომ მოიგონეს, რომ ეს ყველაფერი დაეთვალათ. ჰოდა, სპეციალისტები ჩამოსხდნენ და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დანაკარგები დაიანგარიშეს. ჯამში, 30-მა კლუბმა 694 მილიონი დოლარი დაკარგა. ყველაზე მეტი სეზონის...

ოსტატი იოდოი
ჩანაწერი

ოსტატი იოდოი

ამერიკელი კალათბურთელი ვინს კარტერი ერთადერთია, ვინც ოთხ ათწლეულში მოასწრო თამაში. ეს, ალბათ, დიდხანს დარჩება რეკორდად, რადგანაც წლების სიმრავლესთან ერთად, ის კარგ დროსაც არის დაბადებული… ვინსი 1998 წელს დრაფტზე „გოლდენ სტეტმა“ აირჩია და უმალ „ტორონტო რეპტორსში“ გაუშვა. მას შემდეგ კარტერმა რამდენიმე გუნდი მოიარა და ბოლოს ღუზა „ატლანტა ჰოუკსში“ ჩაუშვა. 2011 წელს კარტერი გახდა 37-ე კალათბურთელი, რომელმაც...

რაპინო !!!
ჩანაწერი

რაპინო !!!

ამერიკელი ფეხბურთელი ქალი მეგან რაპინო პოპოულარულმა Sports Illustrated-მა წლის ადამიანად დაასახელა. რაპინო, რომელიც 2015 და 2019 წლებში აშშ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2012-ში კი ოლიმპიური თამაშები მოიგო, ჟურნალის 66-წლიან ისტორიაში არის მეოთხე ქალი, ვისაც ამგვარი პატივი ერგო. სხვადასხვა ტიტულებთან ერთად ამერიკის ნაკრების კაპიტანმა მეგან რაპინომ მიიღო ოქროს ბურთი, ფიფას გამოკითხვით კი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა....

ქვა აღმართში
ჩანაწერი

ქვა აღმართში

კარგი დღეები არ უდგას „გოლდენ სტეიტს“. გუნდი, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველას შიშის ზარს სცემდა და ობიექტურ მიზეზთა გამო ქომაგები ჩვენს ქვეყანაშიც მრავლად გაიჩინა… საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე წარმატებული მოთამაშე ზაზა ფაჩულია ხომ სწორედ სან-ფრანცისკოს კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ზედიზედ ორჯერ ოქროს ბეჭედიც მოიგო. ამ სეზონში...