ჩემპიონთა ლიგის დარად გაიმართა ევროპალიგასა და კონფერენციის ლიგის წილისყრა. გაირკვა მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილების ვინაობა. ევროპის ლიგის მეოთხედფინალში კონფერენციის ლიგის შარშანდელი ფინალისტები ფეიენოორდი და რომა შეხვდებიან. თუ გახსოვთ, მაშინ იტალიურმა კლუბმა 1:0 იმარჯვა და ამ საკლუბო ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – სევილია (ესპანეთი) იუვენტუსი (იტალია) – სპორტინგი (პორტუგალია) ლევერკუზენი (გერმანია) – სენ...
ჭდე: გიორგი წიტაიშვილი
წიტაიშვილის გოლი სიმბოლურით დაფასდა…
პოლონეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში პოზნანის „ლეხმა“ საკუთრ მოედანზე „რადომიაკს“ უმასპინძლა და 1:0 მოიგო. „ლეხის“ შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერები ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გამარჯვების გოლი კი წიტაიშვილმა გაიტანა. პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) ოფიციალურმა ვებ გვერდმა საქართველოს 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტის თამაში სათანადოდ დააფასა და ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში
საფეხბურთო სტატისტიკის ვებ გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგა C4 ჯგუფის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, რომელიც ქართულ-ბულგარული გამოვიდა. ტურის სიმბოლურში ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე (6,5 ქულით), ცენტრალურ ნახევარმცველებად გიორგი წიტაიშვილი (7,6) და ხვიჩა კვარაცხელია (7,8), მარცხენა შემტევად ირაკლი აზაროვი (6,9), ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე (7,5). ამავე ვებ გვერდმა რჩეულთა სია...
ცოტა ფანტაზია, ხვიჩა და ვილი
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გიბრალტართან მატჩით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა 2:1 მოიგო და ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველად ჩაატარა ზედიზედ 11 მატჩი წაუგებლად. გარდა ამისა, საქართველომ მოიგო C ლიგის ჯგუფი და B ლიგაშ აღზევდა, არამედ, საუკეთესო შედეგი აჩვენა, რითიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვა. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ეს ცნობილი...
გიორგი წიტაიშვილის საპრიზო დებიუტი
„სარბიელი“ სეზონის საუკეთსო ფეხბურთელს უკვე სამი ათეული წელია ასახელებს, ახლა კი გადავწყვიტეთ, ერვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტიც გამოგვევლინა და ეს პრაქტიკა, ვფიქრობთ, სტიმულის მიმცემი იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ნაკრების საუკეთსო დებიუტანტი „სარბიელმა“ შიდა გამოკითხვით გამოავლინა და ასეთად გიორგი წიტაიშვილი დავასახელეთ. გიორგიმ საკლუბო კარიერა უკრაინაში გაიკეთა და იქაური ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელიც იყო, თუმცა როცა საქნე ეროვნულ გუნდზე...
კვეკვესა და წიტას ტრილერი
ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი” კონფერენციის თასზე, სტუმრად 3:4 დამარცხდა „ვილიარეალთან”. ესპანური გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა იყო. „ვილიარეალი” ესპანეთში დაფრინავს. ის ევროპის 15 ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ლიგის გუნდებიდან ერთადერთია, რომელსაც 2022-23 წლების სეზონში გოლი არ ჰქონდა გაშვებული მაგრამ, მწვრთნელმა უნაი ემერიმ „ლეხთან” შეხვედრაში შემადგენლობა გადაახალისა და… გაუტანა კიდეც მე-2 წუთზე მიხალ...
რევანშის დროა
საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგაში ოთხი მატჩი ზედიზედ, 10 დღეში აქვს სათამაშო. ვილი სანიოლს ოთხივე მატჩის მოგების გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე ასე თქვა და ამის გაკეთება, მუსიე ვილის, ალბათ, არც იოლი ჰგონია. მართალია, პირველი მეტოქე გიბრალტარია, მაგრამ ორი თამაში ბულგარეთთან (შინ და სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (სტუმრად) ელის. სანიოლს ამ მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი ჰყავს...
არ ვაგებთ!
საქართველოს ნაკრებმა ისევ არ წააგო – ამჯერად, ალბანეთთან. ტირანაში მატჩი უგოლოდ დასრულდა და საქართველომ ზედიზედ მეოთხე გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა. შეწყდა მოგებათა სერია, რომელიც აქამდე ოთხი იყო, მაგრამ დარჩა ერთმანეთის მიყოლებით ხუთი წაუგებელი მატჩი. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისევ ვერ გაგვაკვირვა და ისევ ჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. მოედანზე მეტოქე უკეთესი ჩანდა. იყო მომენტები, როდესაც ალბანეთი...
ბუნდოვანი ცვლილებები
სექტემბრის დასაწყისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე შინ, 2 სეტემბერს, კოსოვოს, დაუხვდება; 5 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მასპინძლებს შეხვდება; 8 სექტემბერს კი ბულგარეთში ამხანაგურად ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მზადებას გუნდი 30 აგვისტოს დაიწყებს, მაგრამ ნაკრების თავკაცს ადრე გამოცხადებულ შემოადგენლობაში უკვე მოუხდა ორი ცვლილების გაკეთება. შეკრებაზე ვერ ჩამოდის შემტევი ხვიჩა კავარცხელია. ითქვა,...
ფარული დავა წიტაიშვილზე
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში სამ მატჩს გამართავს. იცდახუთში შვედებთან სტუმრად, ოცდარვაში შინ ესპანეთთან და ოცდათერთმეტში ისევ სტუმრად საბერძნეთში. დიდია შანსი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ციკლს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები წამოიწყო „მამლუქებთან“ და თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქმე უკრაინელი გიორგი წიტაიშვილისა და ფრანგი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის...









