ჭდე: გიორგი წიტაიშვილი

Home გიორგი წიტაიშვილი
მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი
ჩანაწერი

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი

სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა....

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება
ჩანაწერი

პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება

„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა – გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. სამი გიორგიდან „ტულუზთან’’ მოედანზე ორი ვიხილეთ: წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე, ხოლო აბუაშვილი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ქვილითაია განაცხადში არ...

სამი ქართველის მცდელობა
ჩანაწერი

სამი ქართველის მცდელობა

„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით...

ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში
ჩანაწერი

ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში

იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ...

სამი გიორგი ერთ მეცში
ჩანაწერი

სამი გიორგი ერთ მეცში

„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ 2026 წლის 6 თებერვალს, ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლილის’’ წინააღმდეგ სამმა ქართველმა ითამაშა. „ლილი’’ ჩემპიონთა...

80 წუთი უმცირესობაში
ჩანაწერი

80 წუთი უმცირესობაში

უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო...

ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ
ჩანაწერი

ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში. 21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ...

ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე
ჩანაწერი

ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ ზედიზედ მეხუთე თამაში აღარ წააგო, „ლორიანთან’’ სტუმრად 1:1 ითამაშა, ოღონდ ეგაა, რომ მოგება შეეძლო, რადგან 29-ე წუთიდან 73-ე წუთამდე სენეგალელი მცველის სადიბუ სანეს გოლით იგებდა. მეცელთა სამწუხაროდ ბამბა დიენგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმართათვის განსაკუთრებით უსიამოვნო ის იყო, რომ მასპინძლების საგოლე შეტევა მათი ნახევარმცველის, მალელი ბუბაქარ ტრაორეს დაუფიქრებელ პასს მოჰყვა....

რა უნდა ამ ზამთარს ნაპოლის?
ჩანაწერი

რა უნდა ამ ზამთარს ნაპოლის?

ქართულ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლი’’ გიორგი წიტაიშვილის შეძენაზე ფიქრობს. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ calciomercato-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც „აძურის’’ სატრანსფერო სტრატეგიაა განმარტებული. საიტი წერს, რომ პარტენოპეელები სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობენ. მათ მოიგეს იტალიის სუპერთასი და სურთ დაძლიონ რთული ამოცანა, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. ეს რასაკვირველია ანტონიო კონტეს გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს, მაგრამ არ არის გამორიცხული კლუბმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე...