საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ზაფხულის სატესტო სეზონს კვირას, 3 ივლისს დაიწყებს. 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ სტარტს აიღებს ბორჯღალოსნებსა და არგენტინა XV-ს შორის მატჩი, რომელიც განიხილება, როგორც გენერალური რეპეტიცია ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის, რომელიც ერთი კვირის თავზე უკვე ბათუმში შედგება – საქართველო იტალიას უმასპინძლებს! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ქართველთა სანაკრებო სტატისტიკის ოფიციალურ ნაწილში...
ჭდე: გელა აფრასიძე
გელა აფრასიძე საფრანგეთის ჩემპიონია!
2017 წლის შემდეგ, როცა ლეგენდარულმა დავით ზირაქაშვილმა თავის „კლერმონთან“ ერთად ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავასა და ზირაქაზე არანაკლებ ლეგენდარული მამუკა გორგოძის „ტულონი“ დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამ პატივს ქართველი მორაგბე არ ღირსებია. და აი, 2022 წლის 24 ივნისს, პარიზის „სტად დე ფრანსზე“ ევროპის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში კვლავ ქართველის გუნდმა გაიმარჯვა! გელა...
ქართველთა საოცრებანი საფრანგეთსა და ინგლისში
ქართველ მორაგბე ლეგიონერებს არნახულად წარმატებული უქმეები გამოუვიდათ.. ჯერ იყო და, პარასკევს, საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ ჯერაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ 24:18 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ქართველი ბურჯი ტრადიციულად მეორე ტაიმში ფრანგი ვილფრიდ უნპატენის ნაცვლად შევიდა და როგორც ყოველთვის, „კასტრმა“ თამაშის სწორედ დასკვნით მონაკვეთში მოახერხა საწადელის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ 30...
ფრანგული ფინიში ქართული დუბლით
საფრანგეთსა და ინგლისში სარაგბო ჩემპონატების ტოპ-ლიგების რეგულარული სეზონები დასრულდა. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ დამკვიდრება სეზონის ფინიშზეღა შეძლო, თუმცა მიუხედავად ბოლო მატჩში მრისხანე „სარასენსის“ ძლევისა, „გლოსტერმა“ საპლეიოფო ოთხეულში შეღწევა მაინც ვერ მოახერხა. ამდენად, კვესელაძისთვის საკლუბო სეზონიც აქ დასრულდა. მისი ბედი საფრანგეთში მოასპარეზე მრავალმა ბორჯღალოსანმაც გაიზიარა, თუმცა არც ისეთები არიან ცოტანი, ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. რეგულარული პირველ...
ქართული ფინალი ჩელენჯზე
გასულ უქმეებზე ბებერ კონტინენტზე სარაგბო საკლუბო ტურნირების ნახევარფინალები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე პირველი ფინალისტი დუბლინში გამოვლინდა, სადაც ადგილობრივმა „ლენსტერმა“ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ უპრობლემოდ და დიდი სხვაობით – 40:17 დაამარცხა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროპული რაგბის საკლუბო სამყაროს ახალი გვირგვინოსანი ეყოლება. მეორე ნახევარფინალში ერთამეთს ორი გურამის კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – გოგიჩაიშვილის „რასინგ-92“-მა პაპიძის „ლა როშელს“...
დათო-შოუ ლიონში
ქართველმა ლეგიონერებმა სარაგბო ევროთასების მეოთხედფინალური სტადია ძალზე ნაყოფიერად ჩაატარეს და ეს უმთავრესად ქართული და აწ უკვე ევროპული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის დავით ნინიაშვილს ეხება. 15-ნომრიანი ღვინისფერი კვართის მფლობელი ჭაბუკი თავის „ლიონში“ განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს – 11 ნომრად, ანუ გარემარბად. ჰოდა, კლუბის მწვრთნელი, ცნობილი ფრანგი სპეციალისტი პიერ მინიონი აბსოლუტურად კმაყოფილია თავისი მიგნებით, რადგან ჯერაც ნორჩმა...
ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში
„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია. საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“...
ანთიმოზი ჩვენთან დარჩა!
მართალი იყო მერაბ შარიქაძე, როცა მატჩისწინა ინტერვიუში თქვა, რომ რუმინეთს ბოლო წლებში საუკეთესო ნაკრები ჰყავსო. მართლაც კარგი გუნდი ჰყოლიათ, მაგრა ჩვენმა ბორჯღალოსნებმა მაინც აჯობეს და ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი დაიტოვეს. საქართველომ ბუქარესტის მშვენიერ სარაგბო სტადიონზე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს 26:23 აჯობა და „ევროპის რაგბის“ 2022 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად ჩაუდგა. მართალია, სავარაუდოდ ქართველთა...
გელა – თედო – 8 ქართული ქულა
გასულ უქმეებზე ტოპ 14-ის მე-20 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 17-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. როგორც წესი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური არ გადის ქართული ლელოების გარეშე, მაგრამ ამჯერად თავი ჩვენმა დამრტყმელებმა გამოიჩინეს. მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა „მონპელიემ“ „კასტრი“ საკმაოდ სხვაობით დამარცხდა (9:25) და მეტოქეს ბონუსიც ააღებინა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მონპელიელთა მიერ...
ლელო, ლელო, უკრაინა…
საფრანგეთში ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები ნაკლებად ეფექტური იმიტომ გამოვიდა, რომ რუსეთთან გაუქმებული მატჩიდან გათავისუფლებულ ბორჯღალოსანთა უმრავლესობამ საკლუბო მატჩები გამოტოვა. ჰოდა, ტოპ 14-ში მხოლოდ 10-მა ჩვენებურმა იასპარეზა, პრო დ2-ში – 13-მა… საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ლიდერი კვლავაც „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ნაკრებებში მივლენილი ხალხისგან დაცლილ მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ ომი 11:12 დათმო. ლექსო ყაულაშვილმა „ღვინისფერთა“ რიგებში ბოლო 15...









