„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სეზონი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მესამე წრე დაიწყო და მე-19 ტურში გოლების ანტირეკორდიც დამყარდა. მეტოქეებმა ერთურთს მხოლოდ 6 გოლი გაუტანეს, რაც ყველზე დაბალი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში (მანამდე ასეთი მე-12 ტური გახლდათ – 7 გოლი). ლიდერმა „დილამ“ ქულები დაკაგა, შინ „გაგრას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ჯამში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა და უშუალო მდევარ...
ჭდე: გაგრა
ზაქარია გაგრაში
ზაქარია ბეგლარიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, სადაც მისი დებიუტი უკვე შედგა წყალტუბოს „სამგურალთან“ საქართველოს თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში. 33 წლის ბეგლარიშვილმა კარიერა 2007-2008 წლებში „თბილისში“ დაიწყო, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი ესტონეთში გაატარა, სადაც „ფლორასა“ და „ლევადიაში“ თამაშობდა და რამდენჯერმე გახდა ესტონეთის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი. ესტონეთის გარდა ბეგლარიშვილმა უნგრეთისა („ჰონვედი“)...
დინამო ჩემპიონია !
ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში ლიდერმა, თბილისის „დინამომ“ დავით სხირტლაძისა და ულად-ომარ იმრანის გოლებით 2:1 დაამარცხა „გაგრა“ და საქართველოს ჩემპიონი გახდა. უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა“ კი „ტორპედოსთან“ ფრედ (2:2) ითამაშა და თბილისურ კლუბს სამი ქულით ჩამორჩა. დინამოელებისთვის ეს საქართველოს ჩემპიონის მე-19 ტიტულია ისტორიაში.
საბურთალო უევროპოდ
ლიდერების მატჩებს თუ არ ჩავთვლით, 33-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. მსაჯმა ჯერ გაგრელი ნოდარ ლომინაძე გააძევა, შემდეგ კი სტუმარი დავით ზურაბიანი. „სიონი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. წააგო ცხრილის სახიფათო ნაწილში მყოფმა „თელავმაც.“ კახელებმა...
ჭია დინამოში
თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი, ვინც კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და საქმეს შეუდგა. გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის „საბურთალო“ და „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს...
გაგრა დაბრუნდა, ტორპედო – დარჩა
კვირას ერონული ლიგის ფლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა. „გაგრამ“ „შუქურას“ თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და რახან პირველი შეხვედრა უგოლოდ დამთავრებულიყო, ეროვნული ლიგის საგური მოიპოვა. „გაგრა“ უძლიერესთა მარაქას 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ერთადერთი ბურთი მე-8 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. საინტერესოა, რომ გაგრელებს მანამდე კიდევ ორჯერ ეთამაშათ ფლეი აუტში და ორივეჯერ დამარცხებულიყვნენ. მეორე წყვილის დაპირისპირებაში...
თასი საბურთალოზე
საქართველოს თასი საბურთალოზე წავიდა. თბილისელებმა, ქუთაისში, წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ აღმართეს დავით ყიფიანის სახელობის ქვეყნის თასი. როგორც გადამწყვეტ მატჩებს შეეფერება, სანახაობრივად ვერც ქუთაისურმა ფინალმა ივარგა. ცხადია, დაძაბულობა იგრძნობოდა, ოღონდ სხვა არაფერი. მეტოქეები კარის უსაფრთხოებაზე მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე გოლის გატანაზე. ხშირად, ასეთი მატჩებისას საერთო სურათი ერთი გოლის შემდეგ იცვლება, ოღონდ არა ქუთაისში. 65-ე...
ტორპედო კრახის ზღვარზე
8 დეკემბერს ეროვნული ლიგის ფლეი აუტის პირველი მატჩები გაიმართა. ცოტა მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა მარტვილში, სადაც ადგილობრივმა „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-13 წუთზე შეიკნე სილამ გახსნა. 34-ზე კი კიჭი მელიავამ საბოლოო წერტილი დასვა. ამ გამარჯვებით ჭყონდიდელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს უმაღლესი ლიგისკენ. „ტორპედოს“ კი დიდი ძალისხმევა მოუწევს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. მეორე შეხვედრაში „შუქურამ“...
თავში ისევ გაგრა
ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე წრე დამთავრდა. ამ ცხრა სათამაშო დღეს სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები არ შეუტანია. ლიდერი კვლავ „გაგრაა.“ ელიტაში პირდაპირ დასაწინაურებელ ბრძოლაში კი მისი მთავარი კონკურენტი „სიონი“ გახლავთ. კონკურენცია იმდენად დაძაბულია, რომ 26-ე ტურში, თბილისის ზღვის ბაზაზე, მათი უშუალო შეხვედრის მეორე ტაიმში, მოთამაშეებს შორის შელაპარაკება ჩხუბით დასრულდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან გააძევა ფეხბურთელები. გადასასვლელი ფლეი...
ქართული ოთხში ერთი
ასეც ხდება – სამი ქართული გუნდიდან კონფერენციის ლიგაზე არც ერთმა წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გავიდა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენე“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბორისოვოს „ბატეს“ ელის. გია გეგუჩაძის გუნდი ბელარუსებს 22 და 29 ივლისს ეთამაშება. „გაგრას“ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩერნოგორიულ „სუტიესკათან“ და პირველი მატჩიდან გამომდინარე მცირე იმედი გვქონდა,...









