გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...
ჭდე: ბექა გორგაძე
ლელოები თედოს გარდასახვით
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული ტური ორივე ელიტურ ლიგაში ძალზე წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის – 6 ლელო და ზედაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა-გარდასახვები! ტოპ 14 „ლა როშელმა“ „ბაიონთან“ გასვლითი მატჩი აშკარად ჩააგდო – 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და ბასკებს ბონუსიც დაუტოვა: 7:37. სტუმართა ერთადერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა სანდრო ქუნთელიამ ჩაიწერა – თამაშის მიწურულს, როცა მისი გუნდი „მშრალად“...
ვოლაბებს ვეღარ მოვერიეთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები მარცხით კი დაასრულა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. 29:40 სიდნეიში ავსტრალიასთან ის ანგარიშია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ორ წინა უიქ-ენდზე უელსის ნაკრების მიერ განცდილ ორ მარცხს იგივე ავსტრალიელებთან დაპირისპირებებში – შესაბამისად 16:25 და 28:36, თან „დრაკონებზე“ მეტი ქულის გაკეთებაც ხომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა?! არადა თამაში ისე დაიწყო, რომ...
ბორჯღალოსნებმა მესამე ბობოლა წააქციეს!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მესამედ დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი. იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნებმა „მამაც საკურებს“ ცხარე ბრძოლა გაუმართეს და 25:23 დაამარცხეს! იაპონიის ნაკრები ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ-იაპონური რკენა 6-ჯერ შემდგარა და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს, ოღონდაც ყველა ძველი მატჩი იმ დროს შედგა, ვიდრე „მამაც საკურებს“...
ლეგიონის უქმეები: 38 ქულა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონი იწურება და ეს სწორედ ის დრო ყოფილა, როცა ქართველი ლეგიონერები ძალიან პროდუქტიულები გახდნენ. უკვე მერამდენე უქმეებია, ჩვენი ბიჭები მრავალ ლელოს დებენ და თავიანთი კლუბების შედეგებს განსაზღვრავენ. გასულ უიქ-ენდზე ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ჯამურად 5 ქართული ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გავიდა, რამაც სათაურში გამოტანილი 38...
ქართული ლეგიონის 6 ფრანგული
გასულ უქმეებზე საფრანგეთის კლუბებში მოასპარეზე ქართველმა მორაგბეებმა გაილაღეს. ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა – 3-3 ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. ტოპ 14 „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედრაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა სტუმართა დაცვა ცენტრიდან გაარღვია, ცხადია, ყველას გაექცა და თავის მე-16 სეზონურ მატჩში მე-8 ლელო გაიტანა, რომელიც მის 39-მატჩიან ფრანგულ კარიერაში...
14 ქართველი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-ში მე-19 ტურის 7 მატჩი შედგა და სასიხარულოა, რომ ქართველთა გარეშე არცერთ მათგანს ჩაუვლია. მთლიანობაში გასულ უქმეებზე 14-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც ნამდვილად არაა ურიგო რიცხვი. ლიდერის პოზიციაზე დედაქალაქური „სტად ფრანსე“ დაბრუნდა, რომელმაც „ლიონს“ უმასპინძლა და 22:13 იმარჯვა. შეხვედრა „ჟან ბუენზე“ შედგა, ასე რომ სტუმართა ბორჯღალოსან უკანახაზელ დავით ნინიაშვილს ამ არენაზე ზედიზედ მეორე...
16-გზის საქართველო!
საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 – ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს – ამ დონეზე ჩვენს ბიჭებთან კონკურენციას ვერავინ ახერხებს და შარშან, მსოფლიო თასზე იგივე...
ერთადერთი 32 ქართველიდან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-18, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა მოახერხა, რომელმაც პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ტოპ 14 აქ ლიდერი უცვლელი დარჩა – „სტად...
ჯავახიას დუბლი და სხვა ამბები
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერი მორაგბეებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო: ტოპ 14-ში ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო პრო დ2-ში – ერთბაშად 3. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი ლიგის მე-15 ტურში მონაწილეობა 10-მა ჩვენებურმა მიიღო, არადა გუნდების განაცხადებში 11 ქართველი იყო. საქმე ისაა, რომ „ბაიონმა“ გელა აფრასიძე მთელი 80 წუთი მარქაფაში აყურყუტა. ლიდერი კვლავ პარიზიდანაა – „სტად...









