„ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის ოსმან დემბელეს შესახებ ბოლო დროს რამდენჯერმე მოგახსენეთ. მიზეზი: 21 წლის ფეხბურთელმა თავისი დაგვიანებებითა და უდისციპლინობით კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები შეაწუხა. ერთი ხნის წინ მსოფლიოს მოედო ამბავი, რომ დემბელე ავად გახდა, ენტეროვირუსი სჭირდა და ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ სანამ ავადმყოფობის ამბავს შეიტყობდნენ, ბარსელონელები მას ვერაფრით უკავშირდებოდნენ. ახლა, ორიოდ კვირა...
ჭდე: ბარსელონა
დიდი ბრძოლა კატალონიელი დანი ოლმოსთვის
„დიარიო სპორტი” 20 წლის კატალონიელი ფეხბურთელის დანი ოლმოს ბედით დაინტერესდა. დანი ოლმო, რომლის სრული სახელია დანიელ ოლმო კარვახალი, 2014 წელს ყველას გასაკვირად ზაგრების „დინამოში” გადავიდა და დღეს მისი გადაბირება ევროპის გრანდებს სურთ. გაზეთი წერს, რომ აქამდე ხსენებული გრანდები ნაკლებად აქტიურობდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ზაფხულამდე გარემარბის ხელში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ახლა კი ისინი გააქტიურდნენ და...
კლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო
დღე ისე არ გავა, 21 წლის ფრანგ თავდამსხმელზე ოსმან დემბელეზე რაიმე ახალი რომ არ ითქვას. ამჯერად, „სანმა” გამოაცხადა, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ლივერპულის” მწვრთნელის იურგენ კლოპის ინტერესი ბარსელონელის მიმართ. კლოპი მზად ყოფილა მასში 85 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რაც კლუბის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელში გადაიხადა 75 მილიონი გირვანქა გახლდათ. ამ...
რატომ იკამათეს პიკემ და სუარესმა?
კატალონიური გამოცემა „სპორტი” „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” „ბეტისთან” დამარცხების თემას უბრუნდება და ყურადღებას მასპინძელთა ორი წამყვანი ფეხბურთელის, ჟერარდ პიკესა და ლუის სუარესის მატჩისშემდგომ კამათზე ამახვილებს. მართალია, ორივე ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო, თუ რაზე შელაპარაკდნენ, მაგრამ კამერებმა მაინც მოახერხეს მათი ტუჩების მოძრაობის დაფიქსირება და დადგინდა, რომ დავის საგანი უხეირო პასი გახლდათ. „სპორტი” წერს, რომ...
დემბელე პრობლემად იქცა
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ოსმან დემბელეს დაგვიანებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, დემბელეს რეგულარული დაგვიანება მის კლუბში, „ბარსელონაში”, უკვე პრობლემად იქცა. „კარგად ვიცი ყოველი დაგვიანების შემდეგ როგორც იმართლებს ხოლმე ოსმანი თავს, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა, — როდესაც შენიშვნას აძლევ, ის გპასუხობს: კი მაგრამ, მარტო მე ხომ არ ვიგვიანებ. სამწუხაროდ, დემბელეს ეს ცუდი ჩვევა სისხლში...
სად იყო სანამ კუჭი აეშლებოდა?
„ბარსელონას” თავდამსხმელმა ოსმან დემბელემ ხუთშაბათს ვარჯიში გამოტოვა. ოფიციალური მიზეზი: გასტროენტერიტი. თუმცა, ფრანგის გაცდენა მაინც გარკვეულწილად სკანდალური გამოდგა. RAC1-ის ცნობით „ბარსას” საათნახევარი დასჭირდა სანამ რაიმეს დაადასტურებდა ან უარყოფდა. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელს ეძებდნენ და ვერ პულობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა დაუკავშირდნენ. იმ დროისთვის, როდესაც დემბელემ სატელეფონო ზარს უპასუხა, ის შინ იყო და კუჭ-ნაწლავის უწესრიგობისგან იტანჯებოდა. RAC1 ამბობს, რომ „ბარსელონამ” სასწრაფოდ...
შეწყვიტეთ გინება!
„კამპ ნოუზე” ნამდვილი სპორტული სულის დემონტსტრაცია მოხდა: „ბარსელონას” ფანები ტრიბუნებიდან „რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს ერთხმად „ბ…ის შვილს” ეძახდნენ, მაგრამ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თამაგუნდელმა ესპანეთის ნაკრებში, ჟერარდ პიკემ ხალხს ჟესტით მოუწოდა სკანდირება შეეწყვიტა და გააჩერა.
რეალმა 50 გოლი დაკარგა
დღეს „ელ კლასიკოა” — „კამპ ნოუზე” „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ესპანეთის ორი უდიდესი კლუბის 272-ე დაპირისპირება, რომელიც აგრეთვე იმით არის საინტერესო, რომ 2007 წლის მერე პირველია, რომელშიც მონაწილეობას არც მესი მიიღბს და არც რონალდუ. თამაშის დაწყებამდე საათებია დარჩენილი. მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი ჰკითხეს პეპ გვარდიოლას — „ბარსას“ თავკაცს 2008-12 წლებში. მექსიკური Univision-ისთვის მას ინტერვიუ ყოფილმა თანაგუნდელმა, „ბლაუგრანასა”...
კლასიკო მესითა და რონალდუთი არ დაწყებულა
ხვალინდელი „ელ კლასიკოს” წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე „ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ დაჭრილი „რეალი” საღ-სალამათზე უფრო საშიშია. ვალვერდეს აზრით „კამპ ნოუზე” მოპოვებული წარმატება ხულენ ლოპეტეგის გუნდისთვის შეიძლება უებარი წამალი გამოდგეს. „ჩვენ ბოლო ორი თამაში („სევილიასა” და „ინტერთან”) შესანიშნავად ჩავატარეთ და ამ აღმასვლას ხვალინდელი წარმატებით შეიძლება დიდებული გაგრძელება მოვუძებნოთ, — თქვა „ბარსას” თავკაცმა, — გამარჯვებისთვის კი...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კატალონიის რესპუბლიკაშიო
ის, რომ სპორტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს ტყუილია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ოთხშაბათს, „კამპ ნოუზე”, სადაც „ბარსელონამ” „ინტერს” 2:0 მოუგო. სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნაზე მასპინძლებს გამოფენილი ჰქონდათ ორი ბანერი, რომელთაგან ერთზე სტუმრებისთვის გასაგები რომ ყოფილიყო იტალიურად ეწერა: „კეთილი იყო თქვენი მობრძანება კატალონიის რესპუბლიკაში”. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბარსელონა” ნებას აძლევს სეპარატისტულად განწყობილ ძალებს...









