მადრიდში დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს’’ მორიგი იტალიელი ფეხბურთელი შეუერთდა. 23 წლის მარცხენა მცველის მატეო რუჯერის კვალს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი დაადგა. „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 25 წლის თავდამსხმელი, „მატრასების მკერავი’’ გახდა. რასპადორიმ „ნაპოლის’’ შემადგენლობაში ბოლო სამ წელიწადში ორი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არ ყოფილა. და აი, მისი თანაგუნდელის ჯოვანი სიმეონეს მამამ „ვანდა...
ჭდე: ატლეტიკო
რატომ დაარტყა პენალტი კანგ-ინ ლიმ?
კანგ-ინ ლის 2024 წლის 9 ნოემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია. კორეელმა ბოლოს ლიგა 1-ის შეხვედრაში „ანჟეს’’ კარში შეაგდო. გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ შემტევ მოთამაშეთა შორის ის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო და თანდათანობით ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კვირას, მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში კანგ-ინ ლი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად 16 წუთით შევიდა...
მადრიდელების გაგუდვა კალიფორნიულ ხვატში
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ამ ეტაპზე ყველას რომ აღემატება ეს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში დამტკიცდა, სადაც „პარი სენ ჟერმენმა’’ B ჯგუფის შეხვედრაში „ატლეტიკოს’’ მარტივად მოუგო 4:0. „ინტერის’’ 5:0 ძლევის შემდეგ ეს იყო პარიზელთა პირველი მატჩი. გოლები გაიტანეს ფაბიან რუისმა, ვიტინიამ, სენი მაიულუმ და კან-ინ ლიმ პენალტით. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ორი გოლის ავტორებს...
დღეს ლოს ანჯელესში ეცხელება
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ გაიმართება. ლოს ანჯელესში ცხელა. ტემპერატურა დღისით 32 გრადუსამდე მოიმატებს, შეგრძნება კი 37 გრადუსისა იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე დაიწყება. „ჩვენ სიცხის არ გვეშინია,’’ ― განაცხადა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ფრანგული...
პენალტი რომ იყო, თვით სიმეონემ დაადასტურა
„ატლეტიკომ’’ „ვალენსიას’’ საშინაო მოგებათა სამმატჩიანი სვლა შეწყვიტა ― 3:0. „ღამურებს’’ ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ. ისინი მეორე ლიგაში 1986 წლის შემდეგ არ გავარდნილან. პირველ ტაიმში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. მას შესვენებამდე მესამეs გატანაც შეეძლო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა დროული გამოსვლით მასთან პირისპირ შესულ არგენტინელს მიზანში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცა. 86-ე წუთზე კიდევ ერთმა არგენტინელმა...
მამარდაშვილი რომ არა…
ვალენსიურმა საიტმა plazadeportiva-მ სტატიას, რომელშიც „ატლეტიკოსთან” 0:2 წაგებული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს აფასებს, ასე დაარქვა: მამარდაშვილი რომ არა უარესი შედეგი იქნებოდა. შემდეგ კი მოდის შეფასებები. „ღამურების” ქართველ გოლკიპერზე კერძოდ წერია: „მარცხის მიუხედავად ის გუნდში საუკეთესო იყო. მან რთული დარტყმები მოიგერია და კარი რამდენიმე გოლისგან იხსნა”. რაც შეეხება ქულებს, პორტალმა გიორგის 7 დაუწერა. დანარჩენთაგან მასთან ყველაზე მიახლოებული...
სიმეონემ წელი შეაჯამა
მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ 2023 წელს გუნდის გამოსვლა შეაჯამა. „ძალიან კარგი წელი გვქონდა. 50 მატჩში მხოლოდ რვაჯერ წავაგეთ, 34-ჯერ მოვიგეთ და 104 გოლი გავიტანეთ. ასე რომ, წელი, დეკემბრიდან დეკემბრამდე, ძალიან კარგი გამოდგა“, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca. ამ დროისთვის, 18 ტურის შემდეგ, „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მესამე ადგილზეა.
სიმეონე მადრიდით დაიღალა
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდული კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მიანიშნა. „მინდა ვიყო გულწრფელი: რთულია ერთ კლუბში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობა და მაინც სიამოვნების მიღება მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია თამაშის გაუმჯობესება. თუმცა, ადვილი არ არის „ატლეტიკოს“ დახმარება ევროპაში ყოველწლიურად წინსვლაში“, – თქვა დიეგო სიმეონემ. სიმეონე მადრიდის...
ზეიმი ვალენსიაზე
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ატლეტიკოს” 3:0 მოუგო. „მესტალიაზე” ზეიმი გაიმართა. superdeporte წერს, რომ „ღამურების” გულშემატკივარი ამას იმსახურებდა, რადგან ის კლუბის მეპატრონეს, სინგაპურელ პიტერ ლიმს დიდი ხანია ცუდი ფეხბურთისთვის ჰყავს განწირული, გუნდმა კი ამის მიუხედავად თვით ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მოაწყო ტალღები, იძახა „ოლე, ოლე”, იმღერა «¡Que bote Mestalla!» და ყველაფერი ეს...
ხვალ მამარდას ვალენსია ატლეტიკოს დაუპირისპირდება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელიც ლა ლიგის ცხრილში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 ადგილზეა, შაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე „ატლეტიკოს” მასპინძლობს. „ღამურებს” სანაკრებო ფანჯრის შემდეგ ლეგიონერები და ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოძახებული ხოსე ლუის გაია დაუბრუნდნენ. გუნდი ტრავმირებულების, 30 წლის გვადალუპელი დიმიტრი ფულკიესა და 32 წლის ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტას გამოკლებით, ჩოლო...









