26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან’’ „ალ-ჰილალში’’ გადავიდა. საუდელებმა მასში 53 მილიონი ევრო გადაიხადეს. ნუნიესმა „ენფილდზე’’ სამი წელიწადი გაატარა. უფრო ადრე ის „ბენფიკაში’’ თამაშობდა, საიდანაც მერსისაიდელებმა 75 მილიონს პლუს ბონუსებად იყიდეს. ინგლისში ნუნიესმა 143 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მან არნე სლოტისეული გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ბოლო წრეში მხოლოდ რვაჯერ მოხვდა...
ჭდე: ალ ჰილალი
სიმონე ინძაგიმ პეპ გვარდიოლა გააგდო
„მანჩესტერ სიტიმ’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა. ორლანდოში სიმონე ინძაგის „ალ ჰილალმა’’ თამაში შემოუტრიალა – 4:3 მოუგო. პეპ გვარდიოლასა და მის „ქალაქელებს’’ ამ შეჯიბრებაში მოგებათა 100%-იანი შედეგი ჰქონდათ, მაგრამ ეს ტრიუმფალური სვლა დასრულდა. ანგარიში მე-9 წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა, მაგრამ მარკოს ლეონარდომ და მალკოლმმა შესვენების შემდეგ, 46-ე და 52-ე წუთებზე საუდის არაბეთის გუნდი დააწინაურეს....
ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა
არაბული სირენები მთელს ევროპაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის. მრავალმილიონიანი კონტრაქტები მხოლოდ კარიერის ბოლოში გასულ ფეხბურთელებს არ ხიბლავთ, ის საუკეთესო წლებში მყოფ ტოპ-მოთამაშეებსაც აცდუნებს. ამჯერად ვიქტორ ოსიმენზე მოგახსენებთ, რომელიც დე ლაურენტისმა ერთი თვის წინ თითქოს მიახრახნა თავის კლუბს, როდესაც თქვა, რომ 200 მილიონ ევროზე ნაკლებ შემოთავაზებას ყურსაც არ დაუგდებდა. ამ თანხაზე კი ერთი ევროპული...
გიჟური წინადადება საუდის არაბეთიდან
ინფორმაცია, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ფრანგულმა „ეკიპმა” გაავრცელა, შემდეგ კი იგივე თავის წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანულმა „სქაი სპორტმაც” თქვა: საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი” მზად არის ვიქტორ ოსიმენს სეზონში 60 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც ინგლისელების ენაზე, დაახლოებით კვირაში ერთი მილიონი გირვანქაა. იმავდროულად, ხსენებული გამოცემები დასძენენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს 150 მილიონზე ნაკლებად არსად...
კარში დააბრუნეთ კეპა!
კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ საუდის არაბეთის გუნდ „ალ ჰაილის“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც 12 თებერვალს „პალმეირასს“ შეხვდება — ბრაზილიელებმა 2:0 სძლიეს ეგვიპტის „ალ აჰლის“. კაცმა რომ თქვას, ის, რომ ლონდონელები მეტოქეს დაამარცხებდნენ მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ის, რომ იოლი გასეირნებაც არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ მიიპყრო საყოველთაო ყურადღება „ლურჯების“ ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ,...




