ანტონიო კონტემ იმთავითვე იცოდა, რომ მისი „ნაპოლისთვის” ზედგამოჭრილი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იყო. მწვრთნელი მას აღნაგობით ხშირად ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს ადარებს. ბელგიელი ფიზიკურად ძლიერია და დიდი მასის მქონე ადამიანისთვის უჩვეულოდ სწრაფად გადაადგილდება. ის აერთიანებს თვისებებს, რომლებიც კონტეს სჭირდება: შეუძლია ბურთის მიღება, შენარჩუნება, ამით ნახევარმცველებისთვის საქმის გაიოლება და კომბინაციის სხარტად დაგვირგვინება. აი, „ნაპოლის” ყოფილი ფორვარდი კრისტიან ბუჩი...
