მორალური სპორტი
ჩანაწერი

მორალური სპორტი

აბა, რა უნდა ექნა? სხვა გზა არ ჰქონდა… სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ… ეს და ამის მსგავსი ფრაზები, ალბათ, ყველას მოგვისმენია და როგორც წესი, ისეთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად გამოიყენება ხოლმე, მორალურ ასპექტს რომ შეიცავს. აი, მაგალითად, რა უნდა ქნას ფეხბურთელმა, რომელიც გასახდელში შედის და იქ სათამაშო ფორმაზე ამოტვიფრულ მისთვის მიუღებელ სიმბოლოს აღმოაჩენს? ეს ამბავი 2 წლის...

შურისძიება ყინულზე!
ჩანაწერი

შურისძიება ყინულზე!

დღეს, როდესაც მსოფლიო ერთი დიდი ჰიბრიდული ომის პირობებში ცხოვრობს, პროპაგანდისტული მანქანა კი ამ ომის ზემძლავრ იარაღად არის ქცეული, ვისმენთ, როგორ ამტკიცებს მოქალაქეთა ნაწილი, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ამ თემაზე პოლემიკას არ ვაპირებთ. ვამჯობინებთ, წერილების ციკლი შემოგთავაზოთ, რომლებშიც მსოფლიო სპორტის ისტორიიდან კონკრეტულ ამბებს გავიხსენებთ. პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლიდან 7 თვის შემდეგ, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე...

სიამის ჭადრაკი
ჩანაწერი

სიამის ჭადრაკი

ბავშვობის სიუჟეტი: სოფლის ბირჟა, გაცვეთილი ჭადრაკის დაფა და ფიგურები (თავწატეხილი მეფეებით და ლაზიერებით, რასაკვირველია), პარტია პარტიაზე გასაოცარი სვლების თანხლებით (დიდოსტატს მათი გაგება გაუჭირდება)… გამოივლის ამ დროს მავანი უფროსკლასელი და შოშიებივით პირდაღებულ ბავშვებს “დეტსკი მატს” უჩვენებს, შამათს ოთხ სვლაში, რომელიც გულისხმობს, რომ შავებმა ერთიმეორეზე სუსტი სვლები უნდა გააკეთონ. უფროსკლასელი დიდების ზენიტშია. გადაავლებს რა პუბლიკას მოწყალე მზერას,...

ფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…
ჩანაწერი

ფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…

ირლანდიური, იგივე გელური ფეხბურთი (Gaelic Football) უგემრიელესი საბურთაო კოქტეილია, რომელიც კლასიკური ფეხბურთის და რაგბის ელემენტების თანაბარი შეზავებით არის დამზადებული. აზრი, რომ თხუთმეტკაცა რაგბი ირლანდიაში ყველაზე პოპულარული ან მასობრივი სპორტის სახეობაა, საკამათოა. გელური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი (All-Irland final), რომელსაც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლო კვირადღეს დუბლინში, კროუკ-პარკის სარბიელი მასპინძლობს, ყოველთვის 82300 ქომაგით არის გაძეძგილი და იმ თამაშზე ბილეთის...

რა გვაჩუქა უილიამ მორგანმა?!
ჩანაწერი

რა გვაჩუქა უილიამ მორგანმა?!

…უილიამ მორგანი არაფრით ჩამორჩა თანაკოლეჯელ ჯეიმს ნეისმიტს, ვინაც 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდის კოლეჯში კალათბურთი გამოიგონა. ამ ამბიდან ოთხი წლის თავზე, 1895 წელს, ამავე შტატში, ოღონდ ქალაქ ჰოლიოკის კოლეჯში, სპრინგფილდის კოლეჯდამთავრებულმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, ზემოთ ხსენებულმა უილიამ მორგანმა ჩოგბურთის ბადე ორი მეტრის სიმაღლეზე ასწია, თავისი მოსწავლეები ორ გუნდად გაჰყო და სათამაშოდ კალათბურთის ბურთის კამერა გადაუგდო....

ჭადრაკი და ძმანი მისნი
ჩანაწერი

ჭადრაკი და ძმანი მისნი

ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა –...

ყვანჯბურთობა ყინულზე
ჩანაწერი

ყვანჯბურთობა ყინულზე

ბურთი არის ბევრნაირი – მრგვალი, ოვალური, დიდი, პატარა, ფეხით, ხელით, თავით, ტანითაც კი და მინდორ-დარბაზ, ქვიშა-ბეტონ, წყალ-ყინულზე, კეტით… ყვანჯით სათამაშო. ყვანჯით, ანუ ჯოხით ბურთით თამაშზე ისტორიულ წყაროებში ამოვიკითხავთ, რომ ყვანჯითა და ბურთით შეჯიბრებები ძველ ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და აცტეკებსაც გაუმართავთ. ხოლო იქ, სადაც ყინვა ბატონობდა – რუსეთში, ისლანდიაში,  სკანდინავიასა და ბრიტანეთში – ყინულის მოედანზე უტრიალებიათ...