საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომელთაც „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მარტის მატჩებში დაეყრდნობა. გაფართოებულ რაზმში ოთხი პოტენციური დებიუტანტია და მათგან ორი ბურჯია: გია ხარაიშვილი „რასინგ-92“-დან და ბოლნისის „ყოჩების“ პირველხაზელი ნიკა აბულაძე. ასევე ახალბედები არიან „ბრივის“ ფლაბკერი ირაკლი ცხადაძეს და „აიას“ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, ვინც გაფართოებულ რაზმში თებერვლის დასაწყისშიც იყვნენ, თუმცა...
Author: სლავა გასპაროვი
რაგბის თავი ვერ დაადგეს
დღეს დილიდან ავჭალაში ხმაური იყო – სარაგბო სტადიონ „ავჭალას“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები იყო ჩანიშნული. მშვიდობა ვერადავერ დამყარდა. მთელი წინაისტორიის გახსენებას არ დავიწყებთ. მხოლოდ ბოლოდროინდელ ამბებს შეგახსენებთ. საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა არ დაარეგისტრირა და „ძველმა“ გამგეობამ ახალი არჩევნები დანიშნა. 23 თებერვალს პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა და განაცხადი ერთადერთმა...
რაგბი ევროპამ კალენდარი ჩამოწერა
როგორც იქნა, „რაგბი ევროპა“ რაღაცაში მაინც ჩამოყალიბდა. კონტინენტური სანაკრებო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველო სტარტს 6-7 მარტს პორტუგალიასთან გასვლითი მატჩით აიღებს. დანარჩენი – ქვემოთ. განრიგი არეულია, გაწელილია მარტიდან ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს ნაკრებს ზაფხულის სატესტო სეზონზე ხელი არ შეეშლება და ესაა მთავარი. ეს უკვე კარგია… 2020 წლის „რაგბი ევროპის“...
მორარიუს ვნებანი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაამარცხა რუსი „დათვები“ და პირველი ადგილი დაიკავა 2020 წლის ჩემპიონატში, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო გარკვეული. რუსეთი მე-5 ადგილზე გავიდა, მეორეზე – ესპანეთი, რომელმაც დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და 25:11 დაამარცხა. „ლობუში“ მე-4 საფეხურამდე ჩამოქვეითდა. და ვინ გაუსწრო პორტუგალიელებს? გაგიკვირდებათ და, რუმინეთის ყოვლად სამარცხვინო ნაკრებმა, რომელიც ბოლო ტურამდე სატურნირო...
საქართველომ რუსეთს საქართველო დაანახა
ვაკეში, ქარსა და სიცივეში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შარშანდელი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა. ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 16:7 დაამარცხეს, რაც ამ გუნდების დაპირისპირებებში ქართველთა 22-ე წარმატებაა „დათვების“ ერთადერთი გამარჯვების წილ, თან ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მეცხრამეტედ მოიგო. თუმც, საბოლოო შედეგის მიუხედავად, ეს გამარჯვება სულაც არ იყო იოლი. პირველ ნახევარში რუსებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, დაცვაში მწყობრად...
როდის შერცხვებათ რუსებს ჩამოსვლა…
ლევან მაისაშვილმა 36-კაციან გაფართოებულ რაზმში 10 ახალბედა კი მოიწვია, რაც შევუქეთ კიდეც, მაგრამ საბოლოო სარუსეთო განაცხადში მხოლოდ ერთი შეიყვანა. მაინც რუსეთია, რომელთანაც გამარჯვებათა სერია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს! გამარჯვებათა სერიაო, ვახსენეთ და განვმარტავთ, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ბორჯღალოსნებისა და „დათვების“ უკლებლივ ყველა ჯახი ჩვენებურთა გამარჯვებით მთავრდება. და რა იყო მანამდე? რუსებისთვის სანუგეშო არც არაფერი. 2002-ში თბილისში...
ოვალური საოცრება
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა საპრეზიდენტო არჩევნები, აგერ, უკვე მეოთხედ დანიშნა, რადგან შარშან გამართული სამი მცდელობიდან შედეგი ვერც ერთმა მოიტანა. ზამთარში ჯერ ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ გამგეობას არჩევნების გადადება მოსთხოვეს – აქაოდა ჯეროვნად მომზადება ვერ მოვასწარითო. თანხმობა მიიღეს, მაგრამ ახალი თარიღი უკვე პანდემიის გამძვინვარებას დაემთხვა და ეს ცდაც ფუჭი გამოდგა. ბოლოს არჩევნები მაინც ჩატარდა –...
ახლებით რუსებთან…
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა იმ 36 მორაგბის სია, რომლებიც რუსეთის ნაკრებთან 7 თებერვლის მატჩისთვის მოემზადებიან. მითითებულ სიაში არ არიან აღიარებული ლიდერები, სამაგიეროდ 10 ახალი სახეა. გარდა ამისა, გაფართოებულ შემადგენლობაშია გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ბოლოს 2019 წლის მარტში სწორედ „დათვების“ წინააღმდეგ ითამაშა. შერკინება ზურაბ ჟვანია (40 მატჩი, 55 ქულა), უშანგი ჭეიშვილი...
მაისაშვილი 22-ს აკვირდება
7 თებერვალს, 15 საათზე „მიხეილ მესხზე“ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის დაგვიანებული წერტილის დასმას შეუდგებიან – ეს თამაში ხომ შარშანდელი მარტიდან მოყოლებული ორჯერ გადაიდო. რუსები ამ თამაშისთვის კარგა ხანია ემზადებიან და დროდადრო მუქარანარევ მესიჯებსაც ახმოვანებენ. მეტი რა დარჩენიათ და ამაზე კარგად სხვა რა ეხერხებათ… თუმცა, შევეშვათ „დათვებს“ და ჩვენს გუნდს...
რუსეთი 7 თებერვალს…
„რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი 7 თებერვალს გაიმართება – საქართველო თბილისში რუსეთს უმასპინძლებს. მატჩის დაწყების ზუსტი დრო და ადგილი განისაზღვრება უახლოეს დღეებში. შეგახსენებთ, რომ თამაში ბორჯღალოსნებსა და „დათვებსა“ შორის უნდა ჩატარებულიყო 14 მარტს, შემდეგ 1 ნოემბერს, მაგრამ ორივეჯერ გადაიდო კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო.









