Author: ლუკა თალაკვაძე

Home ლუკა თალაკვაძე
დაცვა ისეთი უნდა პოლიციამ რომ იცის
ჩანაწერი

დაცვა ისეთი უნდა პოლიციამ რომ იცის

„კრისტალ პალასის” ფანებს პოლიციამ მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენა და ასე ესკორტით მიაცილა ქალაქ ბრაიტონ ენდ ჰოუვის „ფელმერ სტედიუმამდე” (იგივე „ამერიკან ექსპრესის” სტადიონი), სადაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე მასპინძელმა „ბრაიტონმა” მათ გუნდს 2:1 მოუგო. მიზეზი: ნოემბერში, როდესაც ეს გუნდები პრემიერლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არეულობა მოხდა. ბევრი ბილეთიანი გულშემატკივარი ვერ შევიდა სარბიელზე. მერე სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ტურნიკეტები...

მარსელო: რეალი მოტყ…და
ჩანაწერი

მარსელო: რეალი მოტყ…და

„რეალმა” „სელტასთან” ცუდად ითამაშა, ვერ მოიგო (2:2) და ლა ლიგის ლიდერ „ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩა. მადრიდელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რაცა ვართ ესა ვართ, მეტი არ შეგვიძლიაო. მარსელო არც გინებას მოერიდა. მოგეხსენებათ, ყველა ენაზე თავისებურად ილანძღებიან, ამიტომ ბრაზილიელის ფრაზის ზუსტ თარგმანს ნუ მოგვთხოვთ, მაგრამ დაახლოებით ასე ითქვა: „ჩვენ დათრგუნულები, მოტ….ები და ჩაძირულები ვართ....

მარადონასა და მესის ერთადერთი საერთო მწვრთნელის აზრით
ჩანაწერი

მარადონასა და მესის ერთადერთი საერთო მწვრთნელის აზრით

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ალფიო ბასილემ Oral Deportiva-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ. ალფიო ბასილე არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურაა. ის გახლავთ ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც გაუწვრთნია როგორც დიეგო მარადონა ასევე ლეო მესი. ბასილეს ხელმძღვანელობით „ალბისელესტემ” ოთხი ტიტული მოიგო: გახდა კონფედერაციათა და არტემიო ფრანკის თასების მფლობელი, ორჯერ ზედიზედ მოიპოვა „კოპა ამერიკას” ჩემპიონის წოდება. მან მოაგებინა ჯილდოები...

გიჟისა და გიჟის ამბის გაგრძელება
ჩანაწერი

გიჟისა და გიჟის ამბის გაგრძელება

ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიუს „თვალთმაქცი” და „პატარა კაცი” უწოდა — ესეც თქვენ გიჟების ამბის გაგრძელება. გიჟების იმიტომ, რომ ყველაფერი მოურინიუს ნათქვამიდან დაიწყო, ეს კონტე მოედნის კიდესთან რა გიჟივით იქცევაო. მართალია, გიჟივით იქცევა, მაგრამ თვითონ როგორ იქცეოდა? ჰოდა, ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო. მოკლედ, კონტემ მოურინიუზე თქვა მაგას ეტყობა ასაკობრივი დემენცია დაეწყო, რადგან საკუთარი ქცევა არ...

გიჟმა გიჟზე თქვა გიჟიაო
ჩანაწერი

გიჟმა გიჟზე თქვა გიჟიაო

ჟოზე მოურინიუ რომ არ ყოფილიყო მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებას ვინ ასეირებდა? პორტუგალიელმა ახალი ბრძოლა წამოიწყო, ამჯერად ანტონიო კონტესთან. კონფლიქტი, რასაკვირველია „განსაკუთრებულმა” გააჩაღა, მაგრამ გუშინდელი რაუნდი იტალიელის ბრალია, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, საოცრად ექსცენტრული კაცი ბრძანდება. მან მოურინიუს პირველი ნაკბენი არ დაივიწყა და „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე თქვა, ასაკობრივი დემენცია სჭირსო. თხრობა მოურინიუს ბოლო სიტყვებით დავიწყოთ....

ვენგერი ტელევიზორთან დააბეს
ჩანაწერი

ვენგერი ტელევიზორთან დააბეს

აღელვებულ არსენ ვენგერს „არსენალის“ მწვრთნელის თანამდებობაზე 1207 მატჩი აქვს ჩატარებული და აი, იძულებულია პირველი შეხვედრა გამოტოვოს. ის დასაჯეს. მიზეზი: უპატივცემულობა. 68 წლის ამაგდარი საერთოდ სტადიონზეც ვერ წავა. ვენგერმა გადაწყვიტა, რომ ჯობს კვირას ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნოტინგემში არ გაჰყვეს გუნდს, ვიდრე ოთხშაბათს „კარაბაოს“ თასზე “ჩელსის“ არ დაუხვდეს “ემირეიტზე“. უფრო ზუსტად რისთვის დასაჯეს ფრანგი? მან „არსენალისა“ და...

არც გოლი გააუქმეს და მწვრთნელიც გააძევეს
ჩანაწერი

არც გოლი გააუქმეს და მწვრთნელიც გააძევეს

ვიდეორეფერი რატომღაც ყველას ის მოწყობილობა ჰგონია, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებას გააუქმებს, მაგრამ მსაჯები ყოველთვის არ ცდებიან. ტურინულ დერბიში, მაგალითად, “ტორინომ” “იუვენტუსის” მეორე გოლი გააპროტესტა და ეპიზოდის მონიტორზე გადამოწმება მოითხოვა. ვაგლახ, ვიდეომსაჯმა გოლი ჩათვლილად დატოვა. ამან “ტორინოს” მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი გააცეცხლა და შედეგად, ის გააძევეს. “იუვენტუსმა” 2:0 მოიგო და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. “ბებერმა ქალბატონმა” თანაქალაქელებს სერია A-ს...

ბიჩიაბუ გრძელი
ჩანაწერი

ბიჩიაბუ გრძელი

უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკო რომ ეთამაშება პატარა ბავშვებს, ისეა ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელის ამბავი. ფოტოებზე პსჟ-ის 12-წლამდელთა გუნდია, ამ გუნდში კი ერთი კაცი მოგხვდებათ თვალში… მაგრამ კაცი კი არა, ბავშვიაო. მისი სახელ-გვარია ბიჩიაბუ ელ-ჩედაილი და დოკუმენტებიც წარმოუდგენია, რომლის მიხედვითაც 2005 წელს არის დაბადებული. ჰოდა, საერთაშორისო ტურნირზეც უთამაშია. ფიცი გვწამს, სიგრძე გვაკვირვებს.

გაიოზ დარსაძე სახლში გაუშვეს
ჩანაწერი

გაიოზ დარსაძე სახლში გაუშვეს

გაიოზ დარსაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსებს ვეღარ უხელმძღვანელებს. ფედერაციამ გაათავისუფლა პოსტიდან. დარსაძეს ფეხბურთის ფედერაციაში 1996  წლიდან მუშაობდა მწვრთნელთა განათლების მიმართულებით და მის ხელში იმდენმა აიღო სხვადასხვა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია, ვინ მოთვლის. დარსაძის პერიოდში დაიწყო პრო-ლიცენზიის კურსებიც. გაიოზი 53 წლისაა. 2005 წელს ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, თუმც მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. დარსაძე ალენ...

კროოსი იქა, ნეიმარი აქა
ჩანაწერი

კროოსი იქა, ნეიმარი აქა

გავრცელდა ხმა, რომ “პარი სენ ჟერმენისგან” ნეიმარის შესაძენად “რეალი” ტონი კროოსის გაყიდვას აპირებს. ინგლისური პრესა, მეტადრე კი “ექსპრესი” წერს, რომ გერმანელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა. თურმე, “წითელი ეშმაკები” მას კარგა ხანია ეპატიჟებიან. კომბინაციის მთავარი იდეა ის არის, რომ კროოსის ხელფასი გამოთავისუფლდება და “რეალს” ნეიმარის შესაძენი ფული გამოუჩნდება. ნეიმარი კი მადრიდელთა აზრით მომავალში კრიშტიანუ რონალდუს შეცვლის....