დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ბოლო რამდენიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. მიზეზი: მის მეგობარ გოგონას, რომელიც ფეხმძიმობის ბოლო ეტაპზეა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. კანარის კუნძულების შვილს გაცდენის ნებართვა მწვრთნელისგან, პეპ გვარდიოლასგან ჰქონდა აღებული. “ის დაბრუნდება, როცა მზად იქნება. პირადი ცხოვრება ყველაფერზე მნიშვნელოვანია” — თქვა გვარდიოლამ. ეს ინფორმაცია ესპანურმა რადიო SER-მა, კერძოდ ჟურნალისტმა ალვარო დე გრადომ გაავრცელა. სილვა ინგლისში დაბრუნდა,...
Author: ლუკა თალაკვაძე
პოლ სქოულზი შურიანიაო
ჟოზე მოურინიუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას პოლ სქოულზს შეუტია. შურიანი უწოდა. ეს ახალ წელს, ლივერპულში, “გუდისონ პარკზე” “წითელი ეშმაკების” “ევერტონთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ მოხდა. საქმე ის არის, რომ სქოულზმა, სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე გააკრიტიკა “განსაკუთრებული”, მათ რიცხვში პოლ პოგბაში 89 მილიონი გირვანქის გადახდისთვის. თანხა, რომელიც “იუნაიტედმა” ფრანგ ნახევარმცველში გადაიხადა, სარეკორდოა. “ევერტონთან” ორი ლამაზი გოლით მოგების შემდეგ ფრთაგაშლილმა...
ცვლილებები ლა ლიგაში
ესპანურმა “სპორტმა” კლუბებში გაიკითხ-გამოიკითხა და შეიტყო, რომ მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კეროდ, ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი პრიმერას გამარჯვებულს დაუყოვნებლივ, გამარჯვების დღესვე გადაეცემა და არა შემდეგი სეზონის პირველ ტურში. ეს ბოლოს მოუღებს დამსახურებული ჯილდოს რამდენიმეთვიან ლოდინს და გაუფასურებასო, წერს გამოცემა. “სპორტი” აგრეთვე წერს, რომ გასულ სეზონში ტელეკამერამ შემთხვევით გადაიღო, როგორ უკვირდათ “რეალის” მოთამაშეებს, ხორვატ ლუკა...
ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის
სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში. ფერგიუსონმა თქვა: “ტაშს ვუკრავ არსენს, რომელმაც ჩემი რეკორდი გადაფარა. ეს ფანტასტიკური მიჯნაა. მისი გადალახვა უმაღლესი დონის თავდადებასა...
რაღაც უაზარობაა
ან უცხოური მას-მედია ურევს რაღაცას, ან ედენ აზარს ვერ გაურკვევია რას აპირებს: კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბობდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში “ბარსელონას” დარი გუნდი და ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მესისთან ახლოს დავაყენებდი არ ყოფილაო, ახლა “ჩელსისთან” კონტრაქტს აღარ აახლებს, რადგან “რელში” გადასვლა და კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ თამაში უნდა. მოგეხსენებათ, “ჩელსის” მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის ახალი ფეხბურთელებით...
ბათუმი არჩილ ბოლქვაძეს ჩააბარეს
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ლიგა 1 – დან მოულოდნელად დაქვეითებულ „ბათუმს“ ახალი წლიდან დროებით არჩილ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. მოგეხსენებათ, აქამდე ამ თანამდებობაზე ოთარ ფედეჩკინი მუშაობდა, თუმც მას კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მის შემცვლელად ბათუმის მერიაში სწორედ არჩილ ბოლქვაძის კანდიდატურას განიხილავდნენ. კონსულტაციების შემდეგ „ბათუმის“ გაძღოლა სწორედ ამ გამოცდილ ფინანსისტს ანდეს. არჩილ ბოლქვაძე კლუბში სწორედ ფინანსური მენეჯერი გახლდათ, ხოლო...
რას მოუტანს შტუტგარტს მარიო გომესის დაბრუნება?
“შტუტგარტს” ბოლო ოთხი ტურია ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია. რატომ? მარიო გომესი აკლდა? დიახ, 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 იანვრიდან 32 წლის მარიო გომესი “შტუტგარტში” ითამაშებს — “ვოლფსბურგიდან” სიყმაწვილის დროინდელ გუნდში ბრუნდება. სატრანსფერო თანხა საიდუმლოდ შეინახეს. გომესი მართლა კარგ დროს მიდის “მერსედეს-ბენც არენაზე”. ზოგადად “შტუტგარტს” (17 ტურის შემდეგ მე-14 ადგილი) გოლების გატანა თითქოს არ უჭირს,...
არსენალში განხეთქილებაა
ტიერი ანრი ამბობს, რომ “არსენალის” გასახდელში ბზარია. “მეთოფეებმა” “კრისტალ პალასს” სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია. “ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან თანაგუნდელებს საზეიმოდ უხმო. რატომ არ მიდიოდნენ ისინი? გოლი არ გაუხარდათ? როდესაც ფეხბურთელი იწყებს ფიქრს მიირბინოს...
გვარდიოლა: ფავორიტი ის გუნდია სადაც მესი თამაშობს
“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის ციდან ვარსკვლავების წყვეტას განაგრძობს. გუშინ, “ქალაქელებმა” ნიუკასლში გაიმარჯვეს 1:0. “მეტოქეს ვაჯობეთ. მართალია, გოლის გატანა მასაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება. შეხვედრა იმით იყო რთული, რომ უჩვეულო დროს ჩატარდა. ყველა გუნდმა წინა დღეს ითამაშა, თან შობა-ახალი წლის პერიოდია, მთელი ინგლისი ისვენებს გარშემო განწყობაც შესაბამისია და ჩვენს წინაშე უფრო ფსიქოლოგიური ამოცანა იდგა....
ედენის აზარით “ბარსელონას” და მესის ბადალი არ ჰყავთ.
ედენ აზარმა, რომელიც 7 იანვარს 27 წლისა ხდება, “ჩელსის” ოფიციალურ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ქედს იხრის ბოლო ეპოქის “ბარსელონასა” და მისი ლიდერის, ლეო მესის წინაშე. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრამ ლონდონელები და ბარსელონელები ერთმანეთს გადაჰყარა და, შესაბამისად, ბელგიელი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც “ბლაუგრანა” ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს. პირველი შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 20 თებერვალს გაიმართება. “ბოლო...









