Author: ლუკა თალაკვაძე

Home ლუკა თალაკვაძე
მეტროსთან ბიჭი დაჭრეს
ჩანაწერი

მეტროსთან ბიჭი დაჭრეს

როდესაც ადამიანს მაისურზე Frente Atletico აწერია, ესე იგი მადრიდის „ატლეტიკოს” გულშემატკივართა ყველაზე აგრესიული დაჯგუფების, ულტრასის წევრია. სწორედ ასეთ მაისურიანი 22 წლის ახალგაზრდა დაჭრეს მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონთან, მეტრო „ლას მუსასის” ჩასასვლელთან. ახალგაზრდა „ლა პას ჰოსპიტალში” გააქანეს. სასწრაფოს ექიმების თქმით ის დაჭრილი იყო ბარძაყში, მკლავსა და ზურგში — ასე იტყობინება „მუნდო დეპორტივო”. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა....

კორეა ერთია — ჩრდილოეთი და სამხრეთი!
ჩანაწერი

კორეა ერთია — ჩრდილოეთი და სამხრეთი!

სამხრეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტეს მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ერთიანი დროშით შეაბიჯონ — დროშაზე მათი ნახევარკუნძული იქნება გამოხატული. ის, რომ ორი ქვეყანა ქალთა ჰოკეიში ერთ გუნდს გაიყვანს, ადრეც გაცნობეთ. პიონგჩანგში, გახსნის ცერემინიალზე ერთიანი დროშით გასვლის გადაწყვეტილებას წინ რთული მოლაპარაკებები უძღოდა. აგრეთვე გადაწყდა, რომ მომდევნო კვირაში ჩრდილოელები სამხრეთს ეწვევიან და საოლიმპიადე ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. მეტიც, სამხრეთმა კორეამ გადაწყვიტა თავისი...

ხა ხა ხა!
ჩანაწერი

ხა ხა ხა!

დატროლეს, ანკესზე წამოაგეს, წამოიკიდეს… „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, იტალიურმა მედიამ ოინი გაუკეთა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი და „ჩელსის” იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე ძაღლსა და კატასავით გადაეკიდნენ ერთმანეთს. ერთმა მეორეზე თქვა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდაო, მეორემ პირველზე პატარა კაციაო… თან, ორივე ერთმანეთს მოედნის კიდესთან გიჟივით ქცევას უწუნებს. როდესაც „განსაკუთრებული” მანჩესტერის სასტუმრო „ლოვრიში” მივიდა, ჰოლში ჟურნალისტები...

რუსთავმა  გაზს მიაჭირა – გაზაევი
ჩანაწერი

რუსთავმა  გაზს მიაჭირა – გაზაევი

რა ხმებიც გამოდის, რომელი ფეხბურთელების მისვლაზეც საუბრობენ, მგონი, ორი აზრი არაა – ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „რუსთავი“ იქნება. როგორც ფრუნზიკა მკრტჩიანი ამბობს და მერე ვალიკო მიზანდარიც აიტაცებს, „ია ტაკ დუმაიუ“. ჯერ ერთი, მამუკა ჯუღელი მივიდა „რუსთავში“, მის მისვლას კი სხვა ამბები მოჰყვება  ხოლმე: ფეხბურთელთა მოზრდილი ჯგუფიც მიდის და თან ისეთი ფეხბურთელების, ჩვენს ჩემპიონატში...

… როგორ დნებიან შოკოლადები მზეზე
ჩანაწერი

… როგორ დნებიან შოკოლადები მზეზე

მოსკოვის „სპარტაკი“ ისევ გაეხვია სკანდალში. ამბავი სოციალურ ქსელში „სპარტაკის“ ქართული გვარის მქონე ფეხბურთელის გიორგი ჯიქიას გადაღებულ, დაკომენტარებულ და კლუბის სახელით ატვირთულ პოსტს მოჰყვა. „ტვიტერზე“ გაავრცელებული კადრები დუბაის შეკრებაზეა გადაღებული, სადაც „სპარტაკის“ ფერადკანიანი ფეხბურთელები – პედრო როხა, ფერნანდო და ლუის ადრიანო მზის გულზე ვარჯიშობენ. ვიდეოს თან ახლავს კომენტარი: „შეხედეთ, როგორ დნებიან „შოკოლადეები“ მზეზე”. მანამდე, მოსკოვურ გუნდს...

და ვის ჰყავს 06?
ჩანაწერი

და ვის ჰყავს 06?

„სანმა” დაწერა და ჩვენც გიამბეთ, როგორ გადმოაგდო ქარმა „ჩელსის” ბაზაზე ტერასიდან მინის მაგიდა და როგორ დაეცა ის ანტონიო კონტეს „ნისან ჯუკს”. შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: რატომ ჰყავს მულტიმილიონერ მწვრთნელს 15 ათასიანი ავტომობილი? ცნობისათვის: ჩვენი წერილის მთავარ სურათზე სწორედ ეს მანქანაა აღბეჭდილი, რომლის საჭესთანაც ანტონიო კონტეს მეუღლე ზის. ახლა კიდევ უფრო გაგაკვირვებთ. კონტეს მეორე მანქანაც ჰყოლია...

იგებს და…
ჩანაწერი

იგებს და…

ბუნდესლიგა განახლდა. „ბაიერნმა” ლევერკუზენის „ბაიერს”, რომელსაც ზედიზედ 12 თამაში არ წაეგო, სტუმრად 3:1 ძლია. მოდი და ამის მერე გაგიკვირდეს რომ ამბობენ, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულიაო. არადა, მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში. მიუნხენის გუნდიდან გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა, ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა. მასპინძელთა გოლი თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, 0:2-ზე, კევინ ფოლანდმა შეაგდო. „დოიჩე ველე” წერს,...

ხუთი ბუნდესსაკითხი
ჩანაწერი

ხუთი ბუნდესსაკითხი

ერთთვიანი შესვენების შემდეგ დღეს ბუნდესლიგა მეორე წრეს იწყებს. მართალია ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გარკვეულია (ლიდერი „ბაიერნი” მდევარ „შალკეს” 11 ქულით უსწრებს), მაგრამ მაინც არის საინტერესო კითხვები, რომელთაც გერმანიის ჩემპიონატმა პასუხი უნდა გასცეს. გთავაზობთ ხუთ მათგანს, რომლებიც „დოიჩე ველემ” შეარჩია. როგორ „დორტმუნდს” ვნახავთ მეორე წრეში?  გერმანიის ჩემპიონატის პირველი ნახევრის მთავარი თემა „დორტმუნდის” თავკაცის პეტერ ბოშის სწრაფი აღმასვლა და...

ნგოლო კანტეს ავარია
ჩანაწერი

ნგოლო კანტეს ავარია

„კარაბაოს” ანუ ლიგის თასზე „ჩელსიმ” და „არსენალმა” 0:0 რომ ითამაშეს ცხადია იცით, მაგრამ ის თუ გაიგეთ, ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად „სტემფორდ ბრიჯისკენ” მიმავალ ნგოლო კანტეს ავარია რომ შეემთხვა და თავისი ნახმარებში ნაყიდი „მინი კუპერი” რომ დაამტვრია? და ამის მიუხედავად, გამვლელებთან სელფიებს რომ იღებდა, არ მოგწონთ? ეტყობა, თავაზიანი კაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გუნებაზე იქნებოდა, მაგრამ ფოტოზე...

ადრე ცემეს, ახლა ესროლეს
ჩანაწერი

ადრე ცემეს, ახლა ესროლეს

წერილი, რომელიც „დოიჩე ველეს” საიტზე გამოქვეყნდა, გერმანული ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავის, წარმოშობით ქურთი დენიზ ნაკის შესახებაა. ორშაბათს, 28 წლის ნაკის A4 ტრასაზე ტყვია ესროლეს. მან, რაღაც ბედად დახრა და მანქანის საავარიო ზოლზე შეყვანა მოახერხა. პოლიცია ამბობს, რომ ფეხბურთელი უსაფრთხო ადგილას არის გადამალული. ფრაზა „ამომავალი ვარსკვლავი” გადაჭარბებად რომ არ გეჩვენოთ გეტყვით, რომ ათიოდ წლის წინ...