რონალდუ არ იყო, ბეილი არ იყო, მარსელო არ იყო, კარვახალი არ იყო, მოდრიჩი არ იყო (ეს ორი ბოლო 20 წუთით შევიდა)… სამაგიეროდ იყო ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი „ლეგანესი”, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” 2:1 მოუგო და „სამეფო თასის” ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა მადრიდელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული ანუ „ლეგანესმა” სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა....
Author: ლუკა თალაკვაძე
ადიოს!
ყველაფერს გეტყვით, მთავარია იმ ჩინური გუნდის სახელწოდების ზუსტი გამოთქმა არ მოგვთხოვოთ, სადაც 33 წლის მცველი, ხავიერ მასკერანო „ბარსელონადან” გადადის. ისე, არასწორად გამოთქმის პრობლემა არგენტინელს ეტყობა თანდაყოლილი აქვს, რადგან არც თავად არის მასკერანო — მისი გვარის ასე თქმა საქართველოში დამკვიდრდა და თან ისე მყარად, რომ შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა. ჩინურ გუნდს კი ინგლისური კითხვის წესებით თუ...
ვენგერმა მხითარიანი მანჩესტერისგან უნდა განკურნოს
არსენ ვენგერმა ახალშეძენილი ჰენრიკ მხითარიანი შეიცოდა — „მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთი კოშმარი გადახდა, რომ შეიძლება იარების მოშუშებას მთელი ცხოვრება მოუნდესო. „არსენალის” თავკაცი აპირებს სომეხ ვარსკვლავს ჟოზე მოურინიუს ბოროტების სამეფო თანდათანობით დაავიწყოს. ვენგერი: „რასაკვირველია, ვღელავ იმაზე, თუ რამდენად დაამჩნია „მანჩესტერ იუნაიტედში” განცდილმა მას კვალი. ვაპირებ მხითარიანთან ერთად დავჯდე და წარსული გავაანალიზო, რათა გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა...
ალექსის სანჩესი ჟოპეა
თუკი თანამედროვე ფეხბურთში რამე თვალშისაცემია, ეს მწვრთნელების ჟოზე მოურინიუსა და პეპ გვარდიოლას ქიშპი გახლავთ. ტიტულების რაოდენობით კატალონიელი პორტუგალიელს აღემატება, მაგრამ ჩილელი ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში „განსაკუთრებულმა” იძალა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სანჩესი გვარდიოლას ფეხბურთელი იყო და თან სადმე სხვა კლუბში კი არა, თვით „ბარსელონაში” — პეპის დროს „ბარსელონა” განსაკუთრებით რომ „ბარსელონობდა”, მაშინ. აქამდე, როგორც ჟოზეს ისე პეპის...
იან რაიტი: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა…
„არსენალის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და „სანის” ბლოგერმა იან რაიტმა ალექსის სანჩესის „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე, უფრო კი ამ ტრანსფერის რევოლუციურ მნიშვნელობაზე მოსაზრება გამოთქვა, რომელსაც გთავაზობთ: „ალექსის სანჩესმა წლების განმავლობაში ბევრი გუნდის დაცვა დაარბია, ახლა კი იგივე სატრანსფერო სისტემას გაუკეთა. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ამჯობინა მან „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება „ეტიჰედზე” გადასვლას. არ გინდათ იმაზე ფიქრი, მართალი იყო თუ...
ზურგი დაიხვეწა!
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზურგი მთლიანად მოიხატა. „მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელი ისედაც ტატუებით ცნობილი კაცი იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ახალი სვირინგებით თავის მოწონება — 36 წლის ვარსკვლავმა „დასრულებული ზურგის” ფოტო ინტერნეტში გამოდო. ზლატანი, მოგეხსენებათ, დაშავებულია — „ბოქსინგ დეის” მერე არ უთამაშია. მას მუხლი სტკივა. „იუნაიტედში” ვერავინ ამბობს როდის დაუბრუნდება ის მოედანს. შესაბამისად, ფეხბურთელს დრო ჰქონდა და გეტებორგში თავის...
შლეგი მილიონერი
არადა, მან „რეალში” მხოლოდ ორი წელიწადი ითამაშაო, წერს ბარსელონაში გამომავალი გაზეთი „მუნდო დეპორტივო” სტატიაში, რომელიც ყოფილ ფეხბურთელს, დანიელ თომას გრავესენს ეძღვნება. გამოცემა მიიჩნევს, რომ გრავესენის დროს (2005-06) ესპანეთში ფეხბურთი დღევანდელივით მაღალ დონეზე არ იყო, მაგრამ თუნდაც მაშინ, თან ასე მოკლე ხანში, ხალხისთვის თავის შეყვარება და ლეგენდის სახელის დამკვიდრება იოლი საქმე არ გახლდათ. რამდენად არის გრავესენი ესპანური...
SOS! იხსენით ფეხბურთი!
ინგლისის ტოპ-კლუბებმა პრემიერლიგის შეფებს სუპერაგენტების მოთოკვა სთხოვეს. ფეხბურთი დიდი პრობლემის წინაშე დგას: ტრანსფერებიდან აგენტების წილი განუწყვეტლივ იზრდება, რაც ფეხბურთელების ფასებს არანორმალურად ზრდის. კლუბებს უნდათ, რომ პრემიერლიგამ შუამავალთა როლი და პროცენტი ჩარჩოებში მოაქციოს. 2016 წელს, პოლ პოგბას „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაყვანამ აგენტ მინო რაიოლას ჯიბე 46,5 მილიონი ევროთი შეავსო. ამ შოკისმომგვრელმა თანხამ თვით ფიფაც შეაკრთო. დაიწყეს...
თვითმკვლელობას გადარჩენილი გენიოსი
მაიკლ ფელპსი ლეგენდათა შორის ლეგენდაა. მას ცურვაში 28 ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული, რომელთაგან 23 ოქროსია, მაგრამ ისიც ადამიანი ყოფილა. უდიდეს სპორტსმენს დეპრესიის პრობლემა ჰქონია. ამერიკელი ზევარსკვლავი CNN-ს გამოუტყდა, რომ თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია. ფელპსის დონეზე ასპარეზობისა და ღვთივბოძებული პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნებისთვის თავის გადადებაა საჭირო. მოცურავისთვის ყოველი ოლიმპიური ციკლი შედგებოდა სამი ეტაპისგან: მორალურ და ფიზიკურ ძალთა მოკრებისგან;...
ფოთის კოლხეთი რუსული თავით
ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად რუსი კონსტანტინ გალკინი დაინიშნა. 56 წლის კაცია, რუსეთის პირველი და მეორე დივიზიონის გუნდებს წვრთნიდა. ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა-ოლიმპიეცში“ იყო. გალკინს შარშანწინ საინტერესო ისტორია გადახდა: „ტიუმენში“ მუშაობდა, იქიდან წამოვიდა და კლუბის პრეზიდენტ ალექსანდრ პოპოვზე თქვა – დამწყევლა და სასამართლოში უნდა ვუჩივლოო. პრეზიდენტმაც, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, იჩივლოს სადაც უნდაო. ახალი სეზონისთვის „კოლხეთის“...









