„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” 0:1 წააგო და… „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა სადღაც ჩეშირში, ჰეილში, მოკლედ ქალაქის სიახლოვეს, ადგილობრივ პაბში, ყველას დასალევი უყიდეს. „ქალაქელები” პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდნენ. კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ პინტა „გინესით” ხელში ემოციური სადღერგძელოც კი თქვა. გახარებული პორტუგალიელი ბერნარდო სილვა მიკროფონს მივარდა და „ოაზისის” ცნობილი სიმღერა Wonderwall დასცხო, კაილ უოკერმა კი ბარის დაორთქლილი ფანჯრები...
Author: კობა ინასარიძე
ბაიერნი – გერმანული კლუბების მძარცველი
ფრანკფურტის „ინტრახტის” სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი განრისხდა. 46 წლის ჩინოვნიკი მისი გუნდის მწვრთნელის, მისი თანატოლი ნიკო კოვაჩის „ბაიერნთან” გარიგებამ აღაშფოთა. მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვაჩმა და „ბაიერნმა” დადეს პირობა, რომლის თანახმადაც მომავალი სეზონიდან „რეკორდმაისტერს” ხორვატული წარმოშობის გერმანელი უხელმძღვანელებს. სხვა სიტყვებით, კოვაჩი „აინტრახტიდან” მიდის. ის ბავარიელებთან 2021 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ბობიჩის აღშფოთება კერძოდ...
ოლივერ შარიანი
მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ლიგის ზედიზედ მეთერთმეტე თამაშში გაიტანა, მაგრამ დღის გმირი ტურინის „იუვენტუსია“! შინ 0:3 წაგების მერე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:0 წაიყვანო, ამას ალეგრისა კი არა, პლატინ-ბონეკის დროინდელი უდიდესი „იუვეც“ ვერ წარმოიდგენდა… ფეხბურთი რომ მარტო ტაბლო იყოს, თამაშს არ ვნახავდით და ბოლოს მხოლოდ მშრალ ანგარიშს გავიგებდით. ტაბლოზე „რეალმა“ აჯობა „ბებერ...
ოუენი: გავარდნა მესის და სუარესის ბრალია
ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, 2001 წლის „ოქროს ბურთის” მფლობელი, BT sport-ის ექსპერტი მაიკლ ოუენი ამბობს, რომ როდესაც „ბარსელონა” თავს იცავს, ლეო მესი და ლუის სუარესი მაყურებლების როლში არიან. ოუენის აზრით, კატალონიური გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნა დიდწილად ამ ორი სამხრეთაემრიკელის ბრალია. შეგახსენებთ, რომ „ბარსას” „რომასთვის” შინ 4:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 0:3...
მეომრის ცრემლი
ამას წინათ რუბრიკაში „თვალთვალი“ ჩვენი ფოტორეპორტიორის ბადრი კეთილაძის ის ფოტო შემოგთავაზეთ, რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების აცრემლებული შერკინების ბურჯი ლევან ცაბაძე რუსეთთან ერთ-ერთი ძველი დაპირისპირების დაწყებამდე, თანაგუნდელებთან ერთად ეროვნული ჰიმნის მოსმენისას არის აღბეჭდილი. ემოციური ფოტოა. ფოტოზე მკითხველმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „აკა მორჩილაძეს ჰქონდა მაგარი სვეტი, რუმინეთში რო მოვუგეთ რუმინელებს. ლეონსიო რო ტრავმის რისკზე წავიდა“. „სარბიელის“ არქივი უამრავ...
ღმერთი, ბურთი და ოჯახი
ფეხბურთს თუ უყურებ, რივალდოც იცი. იცი კი არა, აუცილებლად იცი და ეგებ არც მოგწონდეს ის გუნდები, რომლებშიაც მას უთამაშია, მაგრამ ეს უმნიშვნელოა. ყოველთვის ასეა, როცა ფეხბურთის ჯადოქრებზე მიდგება საქმე. ხმელი, ფეხებდაგრეხილი, თითქოს ზოზინა, თითქოს ზარმაცი… მოხერხებული, არაადამიანურად მოქნილი, ღრუბელივით რბილი და მოედანზე ვითმდა უდარდელი. აი, როგორია რივალდო… ის კიდევ ასეთია: მისი დარტყმა მხოლოდ დარტყმაა, ასე...
ცამ ქუხილი დაიწყოს…
ეს ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა: მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ორი სუპერგრანდისა და ორი საფეხბურთო ფილოსოფიის ჭიდილი, ფინალსაც რომ დაამშვენებდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგება! არანაკლები ნაპერწკლები გასცვივა „ლივერპულისა“ და „სიტის“ შიდაალბიონურ გარჩევას და თუ არ გვიწყენთ, სხვა ორ წყვილს ოდნავ გამორჩეული, მაგრამ ფავორიტი მაინც ჰყავს. „ბარსელონა“ ისეა ამოქოქილი, „რომა“, ალბათ, ჩირად უღირს და „ბაიერნიც“ არ უნდა...
თეთრი ანგელოზი
დიდი ფეხბურთელი იყო, სხვათაგან გამორჩეული, ხასიათითაც თავისებური. ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია, 20 წლისა ევროპის ჩემპიონი გახდა და საფეხბურთო სამყაროც აალაპარაკა. თანაგუნდელთა უმეტესობას ათვალწუნებული ჰყავდა, არა თამაშის გამო, სხვა მიზეზით… მის ცოლზე ამბობდნენ, პრეტენზიულიაო… მის გარშემო ათასი ჭორი დადიოდა. უტეხი იყო, თანაგუნდელებთან სულ კონფლიქტი ჰქონდა. კარიერა 1978 წელს დაიწყო სახელოვან „კიოლნში“. თითქმის ოცი წელი...
ვიცხოვროთ უბრალოდ!
„მილანის“ და იტალიის ნაკრები. მსოფლიო სამი ჩემპიონატი და ამდენივე ევროპის. ორი ფინალი, ერთი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, მეორე – შარშანდელი ევროპის. ორჯერვე იმედგაცრუება. წაგება მატჩისშემდგომი პენალტებით და „ოქროს გოლით“. ექვსჯერ სკუდეტო, სამჯერ ჩემპიონთა თასი. 16 წელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და 13 წელი იტალიის ნაკრებში. ოთხი წელი კლუბის და ეროვნული გუნდის კაპიტანი. პოპულარული ინგლისური ჟურნალი...
მიხეილ მესხი: მე ფეხბურთი არ მათამაშეს!
ინტერვიუს პირველი ნაწილი ინტერვიუს მეორე ნაწილი – გავიგებ, რა ხდებაო. თურმე ნუ იტყვით, ცეკაში არაფერი იციან, პირიქით, ახალკაცს უჭერენ მხარს… ახალკაცის გაგდება მარტო მინისტრს სურდა. საღამოს ბაზაზე ვბრუნდებით, ვარჯიში გვაქვს, მეორე დღეს მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებით. ახალკაცს ისე უჭირავს თავი, ვითომ არაფერი იცის. გაგვიკვირდა, არადა, მერე გავიგეთ, მოსკოვის „დინამოსთან“ თამაში ჩაწყობილი აქვს, ჩვენ რომ არ გავიტანოთ,...









