ავსტრალიაში, სადაც რამოდენიმე თვეა ტყის ხანძარი მძვინვარებს, ესპანელ გარბინიე მუგურუზას გავარვარებული მუგუზალი მოხვდა. ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პირველ ჩოგან ესპანელ ჩოგბურთელს როდ ლეივერის არენაზე ცეცხლი ამერიკელმა სოფია კენინმა შეუნთო და მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე ემოციებისგან ხმააკანკალებულმა და თვალცრემლიანმა ორგანიზატორებისგან ავსტრალიის ღია პირველობის კოხტა თასიც აღმართა. გარბინიე მუგურუზა ბლანკო ბევრს ეცადა გაესამებინა, როლან გაროსის და უიმბლდონის შემდეგ...
Author: კახა ბერიძე (კახა ბერიძე)
წყალი, ბურთი და ერთი შანსი
ახლახანს, ბუდაპეშტში, წყლაბურთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა რომ დადებითად შეფასდა უკვე ითქვა და დაიწერა. ქართველმა წყალბურთელებმა, კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ იასპარეზეს და ყოველ ჯერზე უკეთესი შედეგით გამოირჩნენ. რევაზ ჩომახიძის შეგირდებისგან ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება სპეციალისტების მხრიდან სენსაციად შეირაცხა, რამაც საქართველოს ნაკრებს საუკეთესო 12 გუნდში გაუკვალა გზა. ქართველმა წყალბურთელებმა საბოლოოდ ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულეს...
კორონავირუსმა სპორტს შეუტია
სპორტის პროფოსერობა ან მისი თავგადაკლული ქომაგობა სულაც არ უნდა იყოს საჭირო იმის ცოდნისთვის, რომ 2020 ოლიმპიური წელია. 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ფორუმზე საასპარეზოდ ათასობით სპორტსმენი შეიკრიბება, თუმცა მათ დიდ ნაწილს ტოკიოში გამგზავრების უფლება ჯერ არ გაუნაღდებიათ. ივნისის შუა რიხვებამდე, რიგ სპორტის სახეობებში სალიცენზიო შეჯიბრებია დაგეგმილი და ათლეტებმაც მთელი მსოფლიოდან სწორედ იქ...
ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე
ესპანელებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ბუდაპეშტიდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ მიდიან. უნგრეთის დედაქალაქში, ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა გარდა ქალთა შორისაც მიმდინარეობდა და ჩემპიონობა სწორედ ესპანელმა მანდილოსნებმა იზეიმეს, რომლებმაც ფინალში რუსები დაჯაბნეს. ვაჟებში კი პირველობა უნგრეთმა გაიფორმა. მასპინძლებმა, რომლებიც წყალბურთის სამშობლოდან კი მიიჩნევიან და სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები გააჩნიათ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეცამეტედ...
კაპიტნის ანტირეკორდი
ერთი ქართული ფილმის არ იყოს, „ბარსელონას“ შემოლაწუნება ჭირდება. ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ, დიდად ვერც მისი შემცვლელი კიკე სეტიენი ბრწყინავს. მართალია, სეტიენმა გუნდი ჯერ მხოლოდ სამჯერ დამოძღვრა, რომელთაგან ორში იმარჯვა, მაგრამ ვაი ასეთ მოგებებს. კატალონიური გრანდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და აგერ ლა-ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიასთან“ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა – 0:2. ბუნებრივია, ეს კიკე სეტიენის...
როჯერის რთული მეასე
„ერთი პერიოდი იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, პრესკონფერენციაზე თუ რა ახსნა უნდა მომეძებნა მარცხისთვის,“ – იტყვის მოგვიანებით როჯერ ფედერერი. გენიალურ შვეიცარიელ მეჩოგნეს თავის მართლება აღარ დაჭირდება. ყველაზე კრიტიკულ მომენტში „რკინის როჯერმა“ გააკეთა ის, რაც თავისი არაჩვეულებრივი კარიერის მანძილზე ხშირად გაუკეთებია და ავსრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა. ჯონი მილმანს კი ქება და ქება ეკუთვნის. აშკარაა, რომ...
საქართველომ ათეული დახურა
ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა რიგით 34-ე ევრო პირველობაზე, საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩის მოგებასთან და შესაბამისად საუკეთესო 9 გუნდში მოხვედრასთან ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რაც ალბათ გამოცდილების ნაკლებობასთან ერთად, მეტოქის შეუპოვრობით და ხასიათის სიმტკიცით იყო გამოწვეული. გერმანელები რომ ნებისმიერ სპორტში მედგრად დგანან და რაც უნდა ცუდად მისდიოდეთ საქმე ყურებს არასოდეს ყრიან, არახალი ამბავია. მათ ეს...
მაინც რუსებთან გატეხეს…
როგორც იქნა, „ბასკონიამ“ რუსული წყევლა მოიშორა. ვიტორიელებმა, ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ 3 წაგებული თამაშის შემდეგ, რომელთაგან ორი მოსკოვის ცეესკასთან და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ განიცადეს, ნავსი გატეხეს და გამარჯვების გემო ისევ რუსულ კლუბთან გაიხსენეს. მცირე მიკროტრავმის შემდეგ „ხიმკის“ თავისი ერთპიროვნული ლიდერი ალექსანდრე შვედი დაუბრუნდა და მან მასპინძლებს 18 ქულა ჩაუგდო, თუმცა „ბასკონიას“ ქომაგთა სასიხარულოდ ეს საბოლოო წარმატებისთვის...
ბასილაშვილი: ავსტრალია დამთავრდა, ქულები წავიდა…
90 სარეიტინგო ქულა ავსტრალიაში დამწვარი ტყეებივით დაიფერფლა. პროგრამა მინიმუმიც, რისიც გულშემატკივარს ასე ეიმედებოდა, ვერ შესრულდა. ფერნანდო ვერდასკომ, ის მესამე წრეში თან გაიყოლა. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა და ამით რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებას ვერ აცდება. მეორე ეტაპზე, ქართველმა მეჩოგნემ ვეტერანი ესპანელის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მელბურნის კორტებზე შარშან გამომუშავებული ქულები დაკარგა. ასე რომ...
მეზობელი უკან დარჩა
მიჯრით 3 წაგებული მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მერვედფინალში რუსეთთან დრამატულ დაპრისპირებაში მინიმალური ანგარიშით მარცხი რომ იყო, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა თურქეთის ნაკრები დაიბრიყვეს. მეზობლებთან ჩვენები იმთავითვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ის ფაქტი, რომ აუზიდან გამარჯვებულები ამოვიდნენ, სიურპრიზი არავისთვის იყო. 12:6 – ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართველი წყალბურთელების უპირატესობა სოლიდური იყო....









