Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)

Home ირაკლი ნინიძე
სხვა როლი და თამაში…
ჩანაწერი

სხვა როლი და თამაში…

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო. ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი...

დანია დავჩაგრეთ
ჩანაწერი

დანია დავჩაგრეთ

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია ამჯერად შინ დაამარცხა – 89:60. გამარჯვება ისევ მარტივად მოვიდა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მატჩის დაწყებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ანგარიშს მეთუდურად ზრდიდა. სკანდინავიელებთამ ისევ შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც 29 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა, 3-3 პასი და ჩაჭრა და 5 დაფარება მოინაგრა....

აპოლო ჯგუფში ჩარჩა
ჩანაწერი

აპოლო ჯგუფში ჩარჩა

კონფერენციის ლიგის გათამაშებაში „აპოლომ“ ჯგუფური ეტაპი სამი ფრის შემდეგ, ფრანგულ „მონპელიესთან“ 20:13 მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. „აპოლომ“ პირველი მეოთხედი 5:3 მოიგო, რის შემეგ უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა და საბოლოოდ, შვიდი ბურთით იმარჯვა. ამ მოგებით შვიდი ქულა გაუხდა და გაირკვა, რომ ხუთგუნდიან, C ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. არადა, ძირითად დროში თამაში...

მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…
ჩანაწერი

მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…

NBA-ში რეგულარული სეზონი განახლდა. თითქმის ერთკვირიანი უქმობის შემდეგ ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ, მაგრამ ერთი ჩვენებური პარკეტზე არ გასულა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „საკრამენტოს“ 131:94 აჯობა. „ჯადოქრების“ მწვრთნელმა კი, მოედანზე ბითაძის გარდა ყველა კალათბურთელი შეუშვა. ეს კი არ არის დამაიმედებელი ამბავი, როდესაც „გარბიჯ თაიმშიც“ სათამაშო დრო არ ეძლევა. „ორლანდოს“ კი, 29 მოგების წილ, 25...

ნიკას მეათე
ჩანაწერი

ნიკას მეათე

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ვაჟთა ინდივიდუალური ტურნირი, სადაც ნიკა ეგაძემ მე-10 ადგილი დაიკავა. ნიკა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალში ბევრად უკეთ ისრიალა და 175.16 ქულით მეშვიდე შედეგი აჩვენა. ორი დისციპლინის შემდეგ ეგაძეს 260.27 ქულა მოუგროვდა, რაც მე-10 ადგილისთვის ეყო. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენებურს არ ჰქონდა ისეთივე გამოსვლა, როგორიც ევროპის...

მამუს 17
ჩანაწერი

მამუს 17

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „ინდიანა პეისერსს“ 122:104 მოუგო. კანადური კლუბის გამარჯვებაში ჩვენებურმა სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.39 წუთი გაატარა. სანდრომ 17 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს,...

მამუს მოგება, გოგას მოგება
ჩანაწერი

მამუს მოგება, გოგას მოგება

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ… სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ეს...

ტორონტო მეექვსემდე დაქვეითდა
ჩანაწერი

ტორონტო მეექვსემდე დაქვეითდა

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზსთან“ 126:128 დამარცხდა. მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მაინც ბევრი სათამაშო დრო მიიღო. მან 31.34 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ხუთი ორქულიანიდან სამი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან – ორი, ორივე საჯარიმო კი ზუსტად ისროლა. პასივში ერთი დაკარგვა...

ორი ვერცხლი და ბრინჯაო
ჩანაწერი

ორი ვერცხლი და ბრინჯაო

ხორვატიაში დაიწყო სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში. ზაგრებში პირველი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმო. საქმეში ექვსი ქართველი ვიხილეთ, მათგან სამმა მედლი მოიპოვა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ ფინალში იასპარეზა და ირანელ სინა მაჰდი ჰალილთან 0:10 დამარცხდა; ფინალი დათმო 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ გამყრელიძემ, ჩვენებურს ამერიკელმა ჯეიმს კეკეისენმა 4:3 აჯობა; ბრინჯაოს მედალს დასჯერდა 65 კილოგრამ...

კარლოს ავსტრალიელი
ჩანაწერი

კარლოს ავსტრალიელი

კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო. გადამწტვეტ მატჩში ესპანელმა ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:6; 6:2: 6:3; 7:5 დაამარცხა. პირველი სეტი ჯოკოვიჩმა წაიღო. კორტზე ძველი, დიდებული ნოვაკი იდგა, მაგრამ საქმეში ახალგაზრდული ენერგია და შემართება ჩაერთო და 22 წლის ესპანელმა 38 წლის სერბს სამი სეტი ზედიზედ მოუგო და მელბურნში პირველად იმარჯვა. მსოფლიო რეიტინგის...