Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)

Home ირაკლი ნინიძე
საუთგეიტის სიცოცხლეში…
ჩანაწერი

საუთგეიტის სიცოცხლეში…

გარეთ საუთგეიტი ამბობს, რომ ინგლისურ ფეხბურს ბოლო 50 წელიწადში პოლ გასკოინის გარდა მსოფლიო კლასის ნახევარმცველი არ ჰყოლია. ინგლისის ნაკრების იმედგაცრუებული მწვრთნელის თქმით მხოლოდ გაზას შეეძლო გუნდის თამაში უმაღლეს დონეზე წარემართა. საუთგეიტმა, რომელიც 1970 წელს არის დაბადებული, თქვა: „ჩემს სიცოცხლეში ერთადერთი უმაღლესი დონის მობურთალი გასკოინი იყო. და მე სულაც არ ვფიქრობ, რომ მან ამ დონეს თანდათანობითი...

რონალდუსთან არც მილაპარაკია
ჩანაწერი

რონალდუსთან არც მილაპარაკია

სულ ცოტა ხნის წინ 52 წლის ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის რუსეთში გახლდათ გუნდთან ერთად ჩასული. მერე კი მოხდა ის, რაც ყველამ კარგად იცის — ლოპეტეგი „რეალს” შეუთანხმდა, რომ მუნდიალის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავიდოდა, რასაც ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალი მოჰყვა და პორტუგალიასთან პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ის სამსახურიდან მოხსნეს....

ეღირსება კეპას მეორე კეპი?
ჩანაწერი

ეღირსება კეპას მეორე კეპი?

„ჩელსიმ” ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა ამ ზაფხულს გოლკიპერთათვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ იყიდა. 23 წლის კარის მცველი პრემიერლიგაში იოლად გადავიდა, სკანდალური წინაისტორიები არ ჰქონია. სეზონიც კარგად დაეწყო — დასავლეთ ლონდონელებს პირველ ოთხ ტურში თამაში არ წაუგიათ. და ახლა, როდესაც ევროპული ფეხბურთის კარს სანაკრებო კვირამ მოუკაკუნა, კეპას „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან, ცნობილ დავიდ დე ხეასთან უწევს...

მესი და რონალდუ
ჩანაწერი

მესი და რონალდუ

ლეო მესიმ კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საკითხზე ილაპარაკა, რომელთა შორის ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლა იყო. „რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დიდებული შემადგენლობით, მაგრამ ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა მისთვის კარგი ვერაფრით იქნება. ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ აშკარა ფავორიტად „იუვენტუსს” აქცევს. რონალდუს გადასვლამ გამაკვირვა. ვერც ის წარმომედგინა „რეალს” თუ დატოვებდა და ვერც ის,...

დე ბრუინი და ბარსელონელი ექიმი
ჩანაწერი

დე ბრუინი და ბარსელონელი ექიმი

კევინ დე ბრუინის საქმეები როგორც ჩანს კარგად მიდის — მას მორიგ სარეაბილიტაციო ეტაპზე გადასვლის ნება დართეს. მოგეხსენებათ, ბელგიელმა ვარსკვლავმა მეორე ტურის წინ, ვარჯიშზე მუხლის გვერდითი მყესი დაიზიანა. პრემიერლიგაში უკვე ოთხი ტური ჩატარდა, დე ბრუინმა კი მოედანზე ფეხი მხოლოდ პირველ თამაშში შედგა, ისიც 30 წუთით. „მანჩესტერ სიტის” ნახევარდაცვის ლიდერი სამკურნალოდ ბარსელონაში გადაფრინდა, სადაც, როგორც ჩანს, „სიტის”...

ვალვერდე ლუის ენრიკეს შესახებ
ჩანაწერი

ვალვერდე ლუის ენრიკეს შესახებ

„ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ესპანეთის ნაკრების თავკაცის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს — ენრიკემ ნაკრებში ჟორდი ალბა არ გამოიძახა. „ლა როხას” „ერთა ლიგის” A ლიგის მე-4 ჯგუფში 8 სექტემბერს ინგლისთან, ხოლო 11-ში ხორვატიასთან უწევს დაპირისპირება. ვალვერდემ „ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე თავისი წინამორბედის ქება ან კრიტიკა არ დაიწყო. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ალბამ,...

მთვრალი დიეგო ბრესტში… ძარაზე
ჩანაწერი

მთვრალი დიეგო ბრესტში… ძარაზე

დიეგო მარადონა ავტომობილის ძარაზე შემოჯდა, პერანგის ღილები შეიხსნა, და ღიმილით ქანაობდა აქეთ-იქით. ეს ამბავი ბრესტში მოხდა, ბელარუსში, სადაც ლეგენდა ადგილობრივი „დინამოს” თავმჯდომარედ დაინიშნა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უფრო მთვრალი იქნებოდა, ვიდრე ნარკოტიკით გაბრუებული, თუმცა… ეშმაკმა იცის. უაზროდ და ბედნიერად მომღიმარი დიეგო ცხადია ბელარუსი გულშემატკივრებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც თავიანთ კერპს უმღეროდნენ. მარადონას სიგიჟის...

მოურინიუ: მატჩის წინ რონალდუ სარკეში იპრანჭება
ჩანაწერი

მოურინიუ: მატჩის წინ რონალდუ სარკეში იპრანჭება

ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „იუვენტუსის” დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისინი „რეალში” ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტით დაშორდნენ. მოურინიუ 2013 წელს „სანტიაგო ბერნაბეუდან” მის გაგდებაში თუკი...

ცოლი თუ სისულელე?
ჩანაწერი

ცოლი თუ სისულელე?

ერთი ხნის წინ ვწერდით, რომ ყველასთვის მოულოდნელად მსაჯობას თავი დაანება 32 წლის ინგლისელმა ბობი მედლიმ. ეს ამბავი მის სამშობლოში ყველას გაუკვირდა, რადგან მედლის პერსპექტიულ არბიტრად მიიჩნევდნენ. გაკვირვება იმანაც გააძლიერა, რომ მედლის გადადგომის მიზეზის შესახებ ერთიხანობა არაფერს ამბობდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ საზოგადოების ინტერესი არ ცხრებოდა და ნაკლებად სარწმუნო ვერსია შემოაგდეს: ცოლს გაეყარა, განიცდის და მსაჯობა...

ბარსელონას სამი ნახევარმცველი
ჩანაწერი

ბარსელონას სამი ნახევარმცველი

„ბარსელონა” რა ხანია ნახევარმცველს ეძებს, მაგრამ დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხუროს, რომ „კამპ ნოუზე” სასურველი მოთამაშე ვერ გამოჩნდეს. „ბლაუგრანას” სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები სამი მიმართულებით მუშაობენ. მათ სურთ შეიძინონ პოლ პოგბა, ადრიან რაბიო ან ფრენკი დე იონგი. პირველი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მეორე „პარი სენ ჟერმენში”, ხოლო მესამე „აიაქსში”. რა აბრკოლებს „ბარსელონას”? ის, რომ ზემოთ დასახელებულ...