რობერტო ფირმინო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მსაჯის წამატებულ წუთებზე გოლი შეაგდო — ეს იყო გამარჯვების დარტყმა, რომელმაც „ენფილდ როუდზე” გრძნობათა ენითაუწერელი ვულკანი ამოხეთქა. მერსისაიდელებისა და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ნამდვილი ბლოკ-ბასტერი გამოდგა. „ლივერპული” 2:0-ს იგებდა, პარიზელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს და მერე კი მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ფირმინო სათადარიგოთა სკამზე...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
ცნობები არგენტინელთა ბანაკიდან
არგენტინული წყაროები იტყობინებიან, რომ ოქტომბერში ეროვნულ გუნდს შესაძლოა ნიკოლას ოტამენდი დაუბრუნდეს და „ალბისელესტეს” მაისურით ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. არგენტინელთა მწვრთნელი ლიონელ სკალონი როგორც ჩანს ისევ აპირებს „მანჩესტერ სიტის” ცენტრალურ მცველზე დაყრდნობას. ეს საუდის არაბეთში მოხდება, სადაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერაყისა და ბრაზილიის ნაკრებებს უნდა ესპარინგოს. „მუნდოალბისელესტე” წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე...
ჩვენ კი ნამდვილი ნეიმარი შეგვიტევს
დღეს „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩია, „ლივერპული” „პარი სენ ჟერმენს” ხვდება და მასპინძელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები ნეიმარის გამოთიშვის მიზნით მის გადათელვას არ შეეცდებიან. მან ისიც აღიარა, რომ ბრაზილიელის განეიტრალება ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეა. „ნეიმარი პსჟ-მ ბოლო ტურის შეხვედრაში დაასვენა ასე რომ, ჩვენთან სათამაშოდ 100 პროცენტით იქნება მზად. ის დაშავებულიც აღარ არის. „ენფილდზე” სრულყოფილ ნეიმარს...
ორი გოლი და ერთი ფურთხი
320 უგოლო წუთის შემდეგ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის” შემადგენლობაში თავისი პირველი… და მეორე გოლები გაიტანა. ეს მოხდა „სასუოლოსთან” შეხვედრაში”, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა” 2:1 მოიგო. პრესა წერს, რომ რონალდუმ სწორედაც რომ დროულად დაიწყო გოლების გატანა — ჩემპიონთა ლიგის წინ. ოთხშაბათს, „იუვე” ვალენსიაში თამაშობს. თუმცა, ტურინელი გულშემატკივრისთვის ასე სასიხარულო თამაში „შახტარისა” და „ბაიერნის” ყოფილმა...
აზარი — ევროპის საუკეთესო!
მაურიციო სარი ამბობს, რომ ედენ აზარს სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია, ოღონდ ამისათვის საჭიროა მან დაცვაზე ზრუნვას თავი დაანებოს და საკუთარი საჯარიმოდან შორს, მეტოქის კარის სიახლოვეს იტრიალოს. „ჩელსიმ” მე-5 ტურში „კარდიფს” 4:1 მოუგო. ოთხიდან სამი გოლი ბელგიელმა გაიტანა. მას ჰეთ-თრიკი ოთხ წელიწადზე მეტია არ შეუსრულებია. ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილის სათავეში დამკვიდრდნენ. გახარებულმა...
მარადონა მექსიკის ნაცვლად გვატემალაში ჩავიდა. კი მაგრამ, ბელარუსი?..
„დორადოს დე სინაოლა” ან უბრალოდ „დორადოსი” მექსიკის ქალაქ კულიაკანის გუნდია, რომელიც Ascenso MX-ში ანუ მეორე პროფესიულ ლიგაში გამოდის და რომელსაც ამიერიდან დიეგო მარადონა გაწვრთნის. რანაირად უნდა შეუხამოს დიდმა დიეგომ ბრესტის „დინამოს” თავმჯდომარეობას „დორადოსის” მწვრთნელობა არ ვიცით, მაგრამ ალბათ რამეს მოახერხებს. მარადონა თავის ახალ გუნდში ამ დღეებში უნდა ჩასულიყო და პირველი ვარჯიშიც უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ადმინისტრაციული მიზეზების...
რეშფორდი ლუკაკუს ვერასდროს აჯობებს
მარკუს რეშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა უნდა და მზად არის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად თავდაუზოგავად იბრძოლოს. თუ თავდამსხმელი ამას ვერ შეძლებს, ზაფხულზე სერიოზული დაფიქრება მოუწევს — ხომ არ აჯობებს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში ყოველ ტურში გარანტირებული ექნება. რეშფორდის თემა იმიტომ წამოიწია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” მომუშავე მავანმა წყარომ „სანს” უთხრა: „მარკუსს ჩვენი კლუბი ძალიან კი უყვარს...
პოლიცია მუნირის დაბადების დღეზე
„ბარსელონას” თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი 23 წლისა შესრულდა და მის დღეობაზე ქეიფში პოლიციამაც მიიღო მონაწილეობა. არა, პოლიციას არ უქეიფია, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იყო მისული. მუნირმა დაბადების დღე მადრიდში, „ტიფანის” ღამის კლუბში გადაიხადა — 30 მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული. როგორც „ელ მუნდო” წერს, ფორვარდს სუფრა თავიდანვე ჰქონდა შეკვეთილი იყო, მაგრამ ქეიფის ბოლოს, როდესაც კლუბმა ანგარიში მიუტანა სადაც...
ბაქო თუ ნიუ იორკი?
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნიუ იორკში? ერთი წლის წინ ასეთ რამეს ვერავინ იფიქრებდა, ახლა შესაძლო ვარიანტია, უახლოეს მომავალში კი შეიძლება ფაქტი გახდეს. ესპანური ტელეარხი „მედიაპრო” ამბობს, რომ მეგამოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს. მაუწყებელი, რომლის ოფისიც ბარსელონაში მდებარეობს ამბობს:„მხარეები უკვე მსჯელობენ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნიუ იორკში ჩატარების შესახებ”. უნებურად გაგახსენდება 2017 წელს უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის...
ჩემნაირი კიდევ დიდხანს არ დაიბადება
ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა ინგლისის ნაკრების თავკაც გარეთ საუთგეიტს შეუთვალა, ჩემნაირი აღარასოდეს გეყოლებათო. სწორედ გუშინ მოგახსენებდით, რომ საუთგეიტმა მიმდინარე სანაკრებო პრობლემებზე ლაპარაკისას გაზა ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე დიდ ინგლისელ ვარსკვლავად აღიარა. ამაზე ყოფილმა თანაგუნდელმა უპასუხა: „გაფხორილი ვინმე არ გეგონოთ, მაგრამ ახალი პოლ გასკოინი ვერავინ გახდება. ეს გამორიცხულია”. შემდეგ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურის”, „ნიუკასლ იუნაიტედისა” და „ლაციოს” ყოვილმა...









