ანტონიო ვალენსიას მობოდიშება მოუხდა — მან „ინსტაგრამზე” დაალაიქა პოსტი, რომლის ავტორიც ჟოზე მოურინიუს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდა. მანჩესტერელთა ეკვადორელმა კაპიტანმა თავში ხელები წაიშინა, ეს რა შეცდომა მომივიდა, პოსტი არც კი წამიკითხავს ხელი ლაიქისკენ ისე გამექცაო. მოურინიუ საშინელი კრიტიკის ობიექტია და გუშინ, ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან” 0:0-ის შემდეგ ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. მანჩესტერელებმა ესპანელ...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა
ინგლისური მას-მედია წერს, რომ ანტონიო ვალენსია იმ ფეხბურთელთა რიცხვს შეემატა, რომელსაც მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობა დაეძაბა. „განსაკუთრებული” კაპიტანს იმიტომ შემოსწყრომია, რომ 33 წლის ეკვადორელი „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი” „დერბისთან” ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა. მას-მედია წერს, რომ ახლა მოურინიუ ვალენსიას ფაქტობრივად აღარ ელაპარაკება. ვალენსია თამაშის განაცხადში არ იყო შეყვანილი, მაგრამ მოურინიუს მიაჩნია,...
პირადად დაურეკა!
The Sun-მა შეიტყო, რომ ზინედინ ზიდანმა ჟოზე მოურინიუს დაურეკა — ისეთი ამბავია ატეხილი, არ იფიქრო, თითქოს რაღაც მანქანებით ძირს გითხრიდეო. ზიდანი აღმოსავლელი კაცია, მარსელის ქუჩებში გაზრდილი და როგორც ჩანს ცხოვრებაში სხვა მორალური კოდექსით ხელმძღვანელობს. ზიზუს „განსაკუთრებულისთვის” უთქვამს, ერთადერთი, რაც მე ჩემს აგენტებს ვთხოვე იმის გარკვევა იყო, ოდესმე „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მწვრთნელის ძებნას თუ დაიწყებდა, ჩემი...
სულელური პენალტი
„ბაიერნმა” „ჰერტასთან” ბერლინში 0:2 წააგო. რეკორდმაისტერმა პირველი გოლი პენალტით გაუშვა — ჯერომ ბოატენგი სრულიად უაზროდ გასრიალდა და ნაცვლად იმისა, რომ მეკარის მოგერიებული ბურთისთვის ხაზს იქით წყნარად გადასვლის საშუალება მიეცა, მეტოქე წააქცია. ბოატენგის შეცდომას კრიტიკით გამოეხმაურა გერმანული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ტელეექსპერტი, 51 წლის მათიას ზამერი. „ევროსპორტის” კომენტარში მან თქვა: „ჯერომ ბოატენგი უნდა გაჩერებულიყო. ის ჭარბი მოტივაციით...
ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის
როგორც ჩანს ჟოზე მოურინიუს თავს საავდრო ღრუბელი გროვდება — პოლ პოგბასთან გაუთავებელი, გამწვავებული კონფლიქტისა და „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” სენსაციურ წაგებას მოყოლებულ პრესკონფერენციაზე ფილ ჯონსსა და ერიკ ბეილიზე დაცინვით ლაპარაკის შემდეგ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელი სამსახურიდან გაუშვან. დღე ისე არ გავა ინგლისურმა საიტებმა თუ გამოცემებმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თემას რამდენიმე ცნობა არ მიუძღვნან. ეწერა ისიც,...
გამარჯვება მაინც მოელოცათ
„ლეგანესმა” რომელიც ახლა „ლა ლიგას” ცხრილში მე-18 ადგილზეა თვით „ბარსელონა” დაამარცხა 2:1. თან, „ბლაუგრანა” მე-12 წუთზე უკვე იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. წარმატებამ პატარა ესპანური გუნდი გაახარა, მაგრამ როგორც მისი მეკარის ივან კუელარის მატჩისშემდგომი ინტერვიუდან ჩანს, მისი ფეხბურთელები დიდი მეტოქის დიდი ვარსკვლავების საქციელმა გაანაწყენა კიდეც. „როდესაც მარცხდები გამარჯვებულ გუნდს უნდა მიულოცო. ჩვენთან კი ბარსელონელთაგან...
ტუხელი ხუმრობს, პსჟ იგებს
45 წლის თომას ტუხელზე არასდროს უთქვამთ ბუნებით შინაურული კაცია, ფეხბურთელებთან ხუმრობა უყვარს და ყველასთან მეგობრობსო, მაგრამ ფაქტია, „პარი სენ ჟერმენში” სწორედ ამ თვისებებით გაითქვა სახელი. „მაინცისა” და „დორტმუნდის” ყოფილმა მწვრთნელმა საფრანგეთის დედაქალაქში ყველა მოხიბლა, ფეხბურთელიცა და კლუბის თანამშრომელიც. „უნაი ემერი რადიკალურად საპირისპირო ხასიათის მქონე კაცმა შეცვალა, — წერს „ეკიპი” კლუბის თანამშრომელთა მონაყოლებზე დაყრდნობით, — დღეს...
სანე და მაიერი ევროვიტრინაზე
დავიწყოთ, ლეროი სანეთი, რომელზეც ამბობენ, „იუვენტუსის” პატრონ ანდრეა ანიელის ძალიან მოსწონს და კრიშტიანუ რონალდუს ყიდვით ჯიბეშეთხელებული ფინანსურად წელში რომ გასწორდება, მის გადაბირებას შეეცდებაო. ეს ცნობა „კალჩომერკატომ” გაავრცელა. გერმანელი 22 წლისაა. ბოლო დროს, აქა-იქ დაიწერა, რომ მას „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ცოტა გაუფუჭდა და როგორც ჩანს „ბებერი ქალბატონი” სწორედ ამით აპირებს სარგებლობას. თუმცა, აქ...
ხამესის და ვაგნერის პრობლემები
ვერა და ვერ მოისვენა ხამეს როდრიგესმა — ადრე „რეალში” ჰქონდა პრობლემა, ახლა „ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოიკიდა ფეხი. მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მიმდინარე სეზონში, პირველივე წუთიდან სულ ახლახან, „ბენფიკას” წინააღმდეგ ათამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელიც ლისაბონში გაიმართა და „რეკორდმაისტერმა” 2:0 მოიგო. ხამესი 79-ე წუთამდე იყო მოედანზე. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი ნაკრებშიც...
მესის ჰეთ-თრიკი რეალისთვის კარგია?
სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა...









