Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)

Home გიო ახვლედიანი
ყირამალა ჩემპიონი
ჩანაწერი

ყირამალა ჩემპიონი

დღეს, ჩვენს დროში, მას არავინ აღირსებდა საკრივო ლიცენზიას. არც ერთი ქვეყნის არც ერთი ათლეტთა კომისია არ დაუსვამდა ბეჭედს მის მოკრივეობას. თუ ამგვარი ბეჭედი ადრეღა ჰქონდა დასმული, სასწრაფოდ გააუქმებდა. ეს ისტორია ძველისძველია და, ალბათ, არსად და არასდროს მოიძებნება მოკრივე მისი მაგივრობა რომ გასწიოს. უბრალოდ, ასეთი აღარ დაიბადება… მილუოკელი შურისმაძიებელი იყო დრო და მილუოკიში ცხოვრობდა მძიმეწონოსანი მოკრივე...

მოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა
ჩანაწერი

მოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა

ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე. ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის საჭირო. გამოთვლილი მაქვს, რომ ჩვენს გაზეთებში ყველაზე ხშირად სიტყვა “სიტი” იხმარება, რაც მოულდნელი არ არის...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

გავიგე, ამხანაგურებისთვის გიყურებია. კაი ამხანაგურიც ეგ იყო. თუ თამაში ამხანაგურია, ფრედ უნდა დამთავრდეს. რატომ? აბა, რა ამხანაგობაა, თუ მე მოგიგე… ამხანაგური იმიტომ ჰქვია, რომ იმის მოგებით ვერაფერს მოიგებ. აბა კანუ და მიოლერი ამხანაგები არიან? ეგ რა შუაშია? თუ ამხანაგები არ არიან, როგორ ითამაშებენ ამხანაგურად? ეგრე არ შეიძლება. შეკითხვები მე უნდა დაგისვა. დამისვი, ძმაო, შენ რაღაცეებს...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ხედავ? ვხედავ. მერე რას იტყვი? რა უნდა ვთქვა? მოიცა… შენ რას ხედავ? მე ვხედავ, რომ ზაფხულის სიცხემ გადაიარა. აბა ერთი ესა ყოფილა. სხვას ვერაფერს ხედავ? სხვა რა უნდა დავინახო? როგორ, ქართულ ფეხბურთს რომ ეხაზება, ვერ ხედავ? მე ვხედავ მზეს. გუშინწინაც კიევში 0:4 წავაგეთ. მერე რა? როგორ თუ რა? 0:4 რა ამბავია? შენ რამდენი გინდოდა? 0:2...

ისტორია და ლიტერატურა
ჩანაწერი

ისტორია და ლიტერატურა

მოახლოვდა პრემიერლიგა და შარშანდელი ამბების ნაკვლევიც გამოქვეყნდა. საქმე იღბლის ინდექსს ეხება. ეს იღბლის ინდექსი ერთი უბრალო რამეა, რომელიც იმას გულისხმობს, თუ რამდენი ქულა დააკარგვინა გუნდს ტყუილად არჩათვლილმა გოლებმა, თუ შეცდომით ჩათვლილმა, დანიშნულმა, თუ არდანიშნულმა პენალტებმა, მიცემულმა, თუ მიუცემელმა წითელმა ბარათებმა, რეკოშეტმა გოლებმა, დამატებულ დროს გადაცდენილ დროში გატანილმა გოლებმა. მოკლედ, კი იმან, რამაც მატჩის შედეგზე გადამწყვეტი...

ჩანაწერი

მორიგი ყატარი

ეს მსოფლიო თასი კი  გადაგორდა და მოთავდა, მაგრამ ზეპ ბლატერის დროინდელი გადაწყვეტილებებიდან დარჩენილია კიდევ ერთი დიდი ამბავი: ყატარის მიერ მომდევნო მსოფლიო თასის მასპინძლობა. ყატარმა ამ მასპინძლობის მოპოვებაში აჯობა შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიას და მაშინ რას აღარ ამბობდნენ, რომ მდიდარი სამეფო კია, მაგრამ იქ ისეთი სიცხეა, რომ უეჭველად ზამთარში ჩაატარებენო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სულ...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

გამარჯობა შენი, რამდენი ხანია რა მინახიხარ? მხარზე ხელს ნუ მიტყაპუნებ! რა იყო, რა მოგივიდა? ჯარიმაა! რა არის ჯარიმა? მხარზე ხელის დატყაპუნება. ეე, ისევ ფიფას წინააღმდეგი ხარ? მე მხარზე ხელის დატყაპუნების წინააღმდეგი ვარ. ჩემპიონატი არ მოგწონს? რა არის მოსაწონი? მსაჯები დროს რომ არ ამატებდნენ გოლი არც გავიდოდა. რატომ? სულ 46-ე და 91-ე წუთებზე გააქვთ. და ჩემპიონი...

თვალდახუჭულად
ჩანაწერი

თვალდახუჭულად

აი, მგონი დამთავრდა ეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი. დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ – რა წარმოგიდგებათ თვალწინ? ეს მრავალფეროვანი ჩემპიონატი იყო. ბუცების და თმების ფერით დაწყებული, თამაშით დამთავრებული. ასეთი სიჭრელე აქამდე არც კი მინახავს. ასეთი ჭრელი ჩემპიონატი არ ყოფილა. მაგრამ სიჭრელე თვალს კი ახაარებს. მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის? რა თქმა უნდა, ლამაზი გოლები. ასეთები, რასაკვირველია,...

ხუთი გოლის იმედით
ჩანაწერი

ხუთი გოლის იმედით

რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, მით უფრო დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ფინალურმა მატჩმა ვერ ივარგოს. ამის მწარე გამოცდილება საერთაშორისო ფეხბურთის გულშემატკივრებს აქვთ. თორმეტი წელიწადია, გემრიელი ფინალი არ ყოფილა. თორმეტი წელიწადია, ფინალში თამაშიდან გოლი არ გასულა. სინამდვილეში, ეს თორმეტი წელიწადი ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს გულისხმობს. 1994 წელს, ლოს ანჯელესის „როუზ ბოულზე“ ბრაზილიელები...

„მატჩი მესამე ადგილისთვის“
ჩანაწერი

„მატჩი მესამე ადგილისთვის“

ჩემპიონატი მთავრდება. რაღა დარჩა? ოთხიოდე თამაში. მაგრამ ეს ოთხიოდეა, კაცს რომ გულს უხეთქავს. თუმცა, ამ ოთხიდან ერთი, მატჩი მესამე ადგილისთვის (ასე ჰქვია ოქმებსა და ქაღალდებში დამარცხებულ ნახევარფინალისტთა შეხვედრას), ყოველთვის სულელურია ხოლმე. უეფა დიდი ხნის მიხვედრილია იმას, დიდი შეჯიბრის ნახევარფინალისტი ისე არ უნდა დაამცირო, რომ რაღაც სულელურ თამაშში კიდევ უფრო სულელური მედლებისთვის საბრძოლველად გამოიყვანო მოედანზე. რა...