ბენდის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ (თუმც ინტერესით მუდამ შემიხედავს), მაგრამ გუშინ ყაზახთა ცოდვით გული მათივე გულშემატკივრების სწორად დამეთუთქა. მერე რა, რომ ყაზახეთის ნაკრები დაახლოებით საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს წააგავს – ეთნიკური ყაზახები მასში უმცირესნი არიან, ხოლო უმრავლესნი – რუსები და მოთამაშეთა მეტი წილიც რუსულ კლუბებშია დასაქმებული. მთავარი იყო, რომ კასპიის- და არალისპირელთა მონდომებული გუნდი კიდევ ერთხელ დადგა...
Author: დავით გულუა (დავით გულუა)
ყვანჯი, ყინული, სომალი
წერილით “ყვანჯბურთობა ყინულზე” “სარბიელმა” მკითხველს ჰოკეის უმცროსი, დაჩაგრული ძმის ავანჩავანი გააცნო. ბურთიან ჰოკეის, იგივე ბენდის არ გააჩნია შაიბიანი კოლეგის ფინანსური და მარკეტოლოგიური ზურგის მეათედიც. აქ არ თამაშობენ მეგამილიონერი პროფესიონალები და საერთოდ, ხაბაროვსკსა (რუსეთი) და ხარბინში (ჩინეთი) მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაუზრუნველყოფაც არ გვჭრის თვალს ტელევიზორებიდან. მაგრამ თამაში ამოდსაცქერია და “სარბიელის” მკითხველს ბენდის მსოფლიო პირველობაზე...
მამლებს დეზები დააძრეს
სპორტში იგებს კლასი, ხარისხი, შეუპოვრობა, მიწოლა და მისთანები. ბედი, იღბალი, ყისმათი, განგება და მსგავსი კატეგორიები სპორტისთვის მოგონილი არ გახლავთ. და მაინც, ხანდახან მოხდება, ერთი უსიამო ეპიზოდი, ერთი პატარა ჩავარდნა და ქვავდება ხელ-ფეხი, მრუდდება მიზანი, ფუჭდება ხასიათი, მცირდება მონდომება და ინგრევა რუდუნებით ნაშენები. ხორვატიაში სახელბურთო ევრო-2018 დამთავრდა და გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვანძო მომენტი...
რევანში
2016 წლის 31 იანვარს, კრაკოვში, სახელბურთო ევრო-2016-ის ფინალის დასკვნითი წუთები ესპანეთის ნაკრებს მწარედ დაამახსოვრდა. არა იმიტომ, რომ თამაშის ბედი ერთმა ტყორცნამ და წამებმა გადაწყვიტა. პირიქით, გერმანია რამდენიმე ბურთით წინ იყო და გამარჯვებაში დარწმუნებული ბურთს ლაღად, მეტიც, დაუდევრად ათამაშებდა. წუხელ, ევრო-2018-ის მთავარი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანელებმა სისხლი აიღეს, თან ზუსტად ორი წლის წინანდელი სახით: ბოლო...
50:50 – გერმანიის გოლები და შანსები
ევრო-2018-ზე, ესპანეთი – დანიის თამაშში იყო ყველაფერი, რის გამოც ქომაგს ხელბურთი უყვარს: ბრძოლა, მაღალი ტემპი, დახვეწილი კომბინაციები და გადასარევი გოლები. ესპანელები მთელი თამაშის მანძილზე ებრძოდნენ სამბურთიან ჩამორჩენას და ასე გავიდნენ ბოლოშიც – 22:25, თუმც ჯგუფში პირველობა დაინარჩუნეს. D ჯგუფშივე, ჩეხეთმა წინა ტურის ემოცია (გამარჯვება დანიის ნაკრებთან) მომდევნოშიც გადმოიყოლა, უნგრეთს 33:27 მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. A-ჯგუფის ქომაგებით...
ჯერ გადახტი…
სახელბურთო ევრო-2018-ის მეორე ტურზე საუბრის ბოლოდან დაწყება ეგების: D ჯგუფში ჩეხეთმა დანია დასცა. ესპანელ გრანდებთან 17-ბურთიანი ფიასკოს შემდეგ ჩეხებზე ხელის ჩაქნევა უპრიანი იქნებოდა. წინაპარი ჩეხოსლოვაკია სხვა არის: 1954-1967 წლებში ამ ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ხარისხის ხუთი მედალი მოიპოვა, ხოლო 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო. სახელიდან “სლოვაკის” ამოღებამ ავნო თუ რა არის, 1993...
ბევრი ხელბურთი, ცოტა პოლიტიკა
ხელბურთში საკრალური რიცხვი, ვფიქრობთ, არ არსებობს, მაგრამ ევრო-2018-ის პირველ ტურში თექვსმეტიდან ხუთმა გუნდმა 32-32 გოლი უთავაზა მეტოქეს და თამაში ხუთივემ მოიგო, ზოგმა გაჭირვებით, სხვებმა კომფორტულად. ტურის ცენტრალური თამაში არა სპორტულ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში ხორვატია – სერბეთი გახლდათ და მოედანზე აშკარა ფავორიტის (ხორვატია) ყოფნის მიუხედავად, სერბთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა თამაშის პირველი მესამედი ყოჩაღად ჩაატარა. სერბები წელში თამაშის...
ევროპა, რომელიც უდრის მსოფლიოს
დღეს ხელბურთში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ვამბობთ “ევროპას”, ვგულისხმობთ “მსოფლიოს”, რადგან 1898 წელს დანიელი მოფარიკავის, მსროლელისა და ტანმოვარჯიშე ჰოლგერ ნილსენის მიერ ამ ჩინებული საბურთაო თამაშის გამოგონების შემდეგ ხელბურთმა დიდი და ნაყოფიერი გზა განვლო, მაგრამ ბებერ კონტინენტს დიდად ვერ გასცდა. იხილეთ თუნდაც შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასკვნითი ცხრილი, სადაც არაევროპული ნაკრებების შედეგები ჯადოსნურ სახეს...
იოჰანეს, დაამუხრუჭე!
ჩვენთან არც დაწყებულა და ევროპაში კი მორჩა დღესასწაულები. იქ ორკვირიანი გადაბმული ამბები არ იციან, ახალი წლის შემოსვლას მხოლოდ ფეიერვერკით იგებენ, ხოლო 1 იანვარს და მომიჯნავე დღეებში ჩვეულებრივად მიდი-მოდიან საქმეებზე, ზოგიერთები კი მისრიალ-მოსრიალობენ კიდეც. 30 და 31 დეკემბერს, 1, 3, 4, 6 და 7 იანვარს ბარის თხილამურობის (Cross-country skiing) მსოფლიო თასზე მნიშვნელოვანი ეტაპებია, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი...
მარსელის ბროლი
ფიონგჩანგის ოლიმპიადის ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა წავიდა და გახურდნენ თოვლსა და ყინულზე გაზრდილი ვაჟ-ქალებიც. ესენი ძირითადად ჩრდილოეთის ხალხია, ვინც ცხრიანში დარტყმას სხვაზე კარგად ვერ ახერხებენ, მაგრამ საშიშ ციცაბოზე ასორმოცით რომ დაეშვებიან, მათი ყურება იქნებ “ბარსა-შოუზე” ნაკლები არ იყოს – გემოვნების ამბავია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, ქართველებს, კობა წაქაძე გვყავს, ტრამპლინიდან ხტომის საბჭოთა მასშტაბის ვარსკვლავი. გვაქვს გუდაური და...









