ძალა ერთობაშია. სანამ ლიგის რაგბის მსოფლიო თასზე დიდი ბრიტანეთი ერთიანი ნაკრებით გამოდიოდა, იგი გახლდათ ცამეტკაცას ჰეგემონ ავსტრალიის მთავარი თავსატკივარი, სამგზის ჩემპიონობით (1954, 1960, 1972) და ოთხგზის ფინალში გასვლით (1957, 1970, 1977, 1989–92). 1995 წლიდან რაგბი-ფეხბურთის ლიგის (RFL) მესვეურებმა დაასკვნეს, ინგლისი, შოტლანდია და უელსი ამას იქით მსოფლიო თასებზე ცალკე გუნდებად შევუშვათო და ნაწილებმა მთელი უკვე...
Author: დავით გულუა (დავით გულუა)
ბორჯღალის ყულფი დრაკონის ყელზე
შეჯამების დროა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებში დაამარცხა კანადა და აშშ, ბეწვზე წააგო სტუმრად, უელსთან და ექვსი ერის კარზე ერთხელაც დააკაკუნა კი არა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრადიციული სარაგბო ქვეყნების მედია მოზრდილ მიმოხილვებს უძღვნის ბორჯღალოსნების მორიგ აჩქარებას. ყველაზე დიდი ყურადღება შემოდგომის ტესტებში საქართველოს და უელსის ნაკრებთა დაპირისპირებას ერგო და BBC-ს მიმომხილველი...
ვალენტინობა
ცამეტკაცა რაგბში იღბლის ბორბალი თხუთმეტკაცაზე ჩქარა ტრიალებს. ამ უკანასკნელში, თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, ინგლისი რომ ტონგას 24:0-ს უგებდეს (3 ლელო + 3 გარდასახვა + ჯარიმა) და მატჩის მოგება სათუო გაუხდეს – უტოპიაა. ოკლენდში კი, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში გასულმა ალბიონელებმა ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე სათაკილო 7 წუთი ჩაატარეს და მხოლოდ ხსენებულ ბორბალს თუ...
სამოური ფახა-ფუხი
მიყივლა ენამ და ახალი ზელანდია, ფიჯისთან 2:4 წაგების შემდეგ, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. რაგბში ფეხბურთის ანგარიში ძვირად თუ დაჯდება და უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდების დაპირისპირებისას ამოტივტივდება. ეს ფეხმარდი სამხრეთელები რამ გააშეშა, ვერ გეტყვით, ალბათ, ზელანდიელთაგან თვითშეფასების დეფიციტმა და “ფიჯი ბატის” (მელანეზიელთა ნიკია) მხრიდან გამარჯვების მომეტებულმა წყურვილმა, რომელიც ხშირად დათვურ სამსახურს უწევს მოთამაშეებს. ტონგასთან...
დიდი მიძალება
მკითხველი გაგვიგებს: უელსთან თამაშის ემოცია, მატჩის საკვანძო წუთებზე, გაშვებული ლელოს დეტალურ ანალიზზე, ცალკეულ მორაგბეთა მქკ-ზე, აშშ-ს ნაკრებთან მომავალი თამაშის პერსპექტივებსა და სხვა თემებზე საუბრის ფართს ჩვენს წერილში აღარ ტოვებს. ამ ერთხელ სპორტული ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობების შესრულებაზე უარს ვამბობთ და ათწლეულების მანძილზე ქართულ რაგბში ნაღვაწის და ნაშენების შუალედურ შედეგს გამოვამზეურებთ, რომელსაც უელსთან ტესტ-მატჩი ადგას გვირგვინად: თაობათა...
სიამის ჭადრაკი
ბავშვობის სიუჟეტი: სოფლის ბირჟა, გაცვეთილი ჭადრაკის დაფა და ფიგურები (თავწატეხილი მეფეებით და ლაზიერებით, რასაკვირველია), პარტია პარტიაზე გასაოცარი სვლების თანხლებით (დიდოსტატს მათი გაგება გაუჭირდება)… გამოივლის ამ დროს მავანი უფროსკლასელი და შოშიებივით პირდაღებულ ბავშვებს “დეტსკი მატს” უჩვენებს, შამათს ოთხ სვლაში, რომელიც გულისხმობს, რომ შავებმა ერთიმეორეზე სუსტი სვლები უნდა გააკეთონ. უფროსკლასელი დიდების ზენიტშია. გადაავლებს რა პუბლიკას მოწყალე მზერას,...
კივებს ჩაუნისკარტეს
10-12 ნოემბრის შვიდი თამაშით დასრულდა ცამეტკაცას მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. ნერვულ და შეცდომებით გაჯერებულ თამაშში ფიჯიმ იტალიას მოუგო (38:10), ირლანდიამ უელსთან კელტურ დერბიშიღა გამოაჩინა ბრჭყალები (34:6), მაგრამ ჯგუფში მაინც ჩარჩა, ხოლო “ბერლოუ პარკზე” (ქენზი, ქუინზლენდი, ახალი ზელანდია) პატარა დიდი დრამა გათამაშდა. პატარა, რადგან B-ჯგუფის ორმა მაჩანჩალამ ითამაშა, ხოლო დიდი იმიტომ, რომ მოულოდნელად საინტერესო მატჩის საყაიმო...
გერი, ცამეტკაცა…
გახურდა ცამეტკაცას, იგივე ლიგის რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ ნახევარსფეროში და “სარბიელსაც” თემის გაშუქება მართებს. 2005-06 წლებში, სხვათა შორის, თხუთმეტკაცას განაყოფს ქართველებიც მიეძალნენ: შემუსრეს ჰოლანდია (34:14) და სერბეთი (44:12), დამაჯერებლად წააგეს რუსეთთან (14:48) და შანსი არ ჰქონიათ საფრანგეთთან (0:60), რის შემდეგაც 2008 წლის მსოფლიო თასის პირველ წრეში გაამწარეს კვლავ სერბეთი (45:10) და ჰოლანდია (57:16). შემდეგ კი...
ფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…
ირლანდიური, იგივე გელური ფეხბურთი (Gaelic Football) უგემრიელესი საბურთაო კოქტეილია, რომელიც კლასიკური ფეხბურთის და რაგბის ელემენტების თანაბარი შეზავებით არის დამზადებული. აზრი, რომ თხუთმეტკაცა რაგბი ირლანდიაში ყველაზე პოპულარული ან მასობრივი სპორტის სახეობაა, საკამათოა. გელური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი (All-Irland final), რომელსაც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლო კვირადღეს დუბლინში, კროუკ-პარკის სარბიელი მასპინძლობს, ყოველთვის 82300 ქომაგით არის გაძეძგილი და იმ თამაშზე ბილეთის...
ჭადრაკი და ძმანი მისნი
ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა –...









