ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტმა რაფა მაინესმა მშობლები და გარდაცვლილი ძმა გაახსენა. „ლა როხას“ თავკაცმა, რომლის გუნდმა ფინალში გასასვლელად დღეს საფრანგეთის ეროვნული გუნდი უნდა დაამარცხოს, ემოცია ვერ დამალა:
„თქვენ ნამდვილად შეეხეთ ჩემს გრძნობებს. მე მათზე ყოველდღე ვფიქრობ. ვფიქრობ ჩემს ოჯახსა და მშობლებზე; ძმაზე, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. ისინი სიამოვნებით განიცდიდნენ ყველაფერ იმას, რასაც ახლა მე განვიცდი და გავდივარ. მათ უხაროდათ, როდესაც მე ფეხბურთს ვთამაშობდი და უხაროდათ, როდესაც მწვრთნელის პროფესიას ვეზიარე. დიდი მადლობა ისინი რომ ახსენეთ. გულწრფელ მადლობას გიხდით“.
ესპანელთა თავკაცს არასდროს დაუმალავს, რომ მორწმუნეა.

„ყოველდღე ვლოცულობ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფეხბურთის მოგება მინდა არამედ მცირე რაღაცების გამო ვეუბნები უფალს მადლობას. ვლოცულობ, რადგან ეს ჩემი ყოველდღიურობაა. უფალს რომ ვთხოვო მე ფეხბურთის მატჩის დროს მე დამეხმაროს და არა მოწინააღმდეგეს, უსამართლობა იქნება. ჩემი რწმენიდან გამომდინარე მირჩევნია სხვა რამეებზე ვილოცო. მაგალითად ჯანმრთელობაზე. თუ ჯანმრთელი ვარ, ბრძოლის პრობლემა არ მაქვს“.
რაც შეეხება სპორტულ მხარეს, დე ლა ფუენტემ თქვა: „ლამინ იამალის დიდი დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ კიდევ წინ არის“.
და მან კილიან მბაპე დაიცვა, როდესაც გაახსენეს, თუ როგორ აკრიტიკებენ „რეალის“ ფორვარდს საკუთარ სამშობლოში, საფრანგეთში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
