ხორვატიის ფეხბურთის ასოციაციამ ზლატკო დალიჩის ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წასვლის თაობაზე გამოაცხადა. 59 წლის სპეციალისტი ხორვატებს თითქმის ცხრა წელიწადს ხელმძღვანელობდა.
„მოკრძალებული ჩამოსვლა. დაუვიწყარი მოგზაურობა. საამაყო დამშვიდობება. მადლობა ყველაფრისთვის – გამარჯვებებისთვის, მიღწევებისთვის, მედლებისთვის, ერთიანობისთვის, პატივისცემისთვის და ხორვატიისთვის ბრძოლის ურყევი ერთგულებისთვის, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. პატივისცემა, რომელიც დაიმსახურეთ ფეხბურთელების, პერსონალისა და მეტოქეებისგან ბევრ რამეზე მეტყველებს იმაზე, პირველ ყოვლისა თუ თუ როგორი ადამიანი ბრზანდებით“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
დალიჩმა ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის სკამი 2017 წლის ოქტომბერში დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი, 2022 წლის მუნდიალზე ბრინჯაო და ერთა ლიგის 2023 წლის გათამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამჟამად კი ხორვატებმა მერვედფინალამდე მიაღწიეს, სადაც პორტუგალიასთან დამარცხდნენ.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია