სუპერთასი ქუთაისში წავიდა

სუპერთასი ქუთაისში წავიდა

საქართველოს სუპერთასი ქუთაისის „ტორპედომ“ მეოთხედ მოიპოვა – ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელებმა თბილისის „იბერია“ დაამარცხეს და გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვეს.

თბილისში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ ტაიმში ანდრიჩისა და არაბიძის გოლებით ორბურთიანი ფორა მოიპოვეს, ტაიმის ბოლოს ბედოშვილმა სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს, 6:5 მოიგეს და ტიტულს დაეუფლნენ.

გორში კი მესამე ადგილისთვის მატჩში „დილამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. ამ მატჩის ძირითად დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა იმარჯვეს – 4:2.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.