„ბარსელონა“ ინგლისის ნაკრების კაპიტან ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობს.
კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ თავდამსხმელის გარემოცვას პოტენციური ტრანსფერის განსახილველად.
აღნიშნულია, რომ კეინს „ბაიერნთან“ კონტრაქტით ერთი წელი აქვს დარჩენილი. თავად ფეხბურთელი გერმანიაში თავს კომფორტულად გრძნობს და ამჟამად მიუნხენის კლუბთან ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული.
„ბარსელონა“ მზადაა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სიტუაციას გადახედოს, თუ ტრანსფერის პირობები უფრო ხელსაყრელი გახდება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
