ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ოთხშაბათს ებმება, ხორვატიას ხვდება, შაბათს კი ფლორიდიდან კანზას სიტის საწვრთნელ ცენტრში მისვლამდე გაქურდეს. დაჭერილია ორი ადამიანი, მუსტაფა სალიკი და ერფან ქემალი. მათ წარუდგინეს ბრალი D კლასის დანაშაულში, რაც შვიდი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ეჭვმიტანილებს თავდებში გასასვლელად 75 000 დოლარი აქვთ გადასახდელი.
„ჯექსონის ოლქი არ დაუშვებს დანაშაულებრივ ქმედებებს მსოფლიოს ჩემპიონატის სტუმრების წინააღმდეგ. მადლობა კანზასელ პოლიციელებს და ჩვენს მორიგე ადვოკატებს“, – თქვა ჯექსონის პროკურორმა მელესა ჯონსონმა.
ESPN წერს, რომ მოპარული ნივთები, რომლებიც ძირითადად ამუნიციას წარმოადგენს და ჯამში 18 000 დოლარის ღირებულებისა იყო, ხორვატიასთან მატჩისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. ლაპარაკია ცხრა წყვილ ბუცზე, მაისურებისა და შორტების რამდენიმე კომპლექტზე, ელექტრონიკაზე, რბილ სათამაშოებზე (კარგი იქნება თუ განმარტავენ რა იგულისხმება), რამდენიმე ხელმოწერილ მაისურზე და Lego-ს კომპლექტზე Nike Air მოდელის ფეხსაცმლით, რომელიც 99.99 დოლარი ღირს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ჩამოთვლილი ნივთების დაკარგვას დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებთა შეხვედრა კანზას სიტიში არ არის დანიშნული. ის ჩატარდება ტექსასში, არლინგტონში, რომელიც ამერიკული მასშტაბებით ახლოსაა, მხოლოდ და მხოლოდ(!) საათნახევრის საფრენშია. რაც შეეხება მატჩებს განასა და პანამასთან, ისინი მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფოქსბოროსა და ნიუ ჯერსიშია დანიშნული, რაც ინგლისელთა ბაზიდან 3-4 საათის მანძილზეა.
კანზას სიტიში არიან დაბანაკებულები არგენტინა და ჰოლანდიაც.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
