პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი

პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი

ფიფამ გამოაცხადა, რომ 250 მილიონ ევროს ჩაურიცხავს იმ კლუბებს, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატში თავიანთი ფეხბურთელები ჰყავთ მივლინებული. ნიხრი ასეთია: ერთ ფეხბურთელზე დღეში მინიმუმ 5000 ევრო. იმის მიხედვით, თუ მოთამაშე მოედანზე რამდენ ხანს დაჰყოფს, თანხა შეიძლება გაიზარდოს.

„პარიზიენი“ წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულ „პარი სენ ჟერმენს“ მუნდიალზე 16 ფეხბურთელი ჰყავს მივლინებული, რის გამოც 2022 წლის ჩემპიონატთან შედარებით საფრანგეთის დედაქალაქის კლუბის შემოსავალი 70%-ით გაიზრდება.

ფიფა 100 მილიონ ევროს გამოყოფს კლუბებისთვის, რომლებიც ჯგუფური ეტაპიდან გავლენ ― თითო მოთამაშის თითო მატჩი 2362 ევროდ შეფასდება.

შედეგად პსჟ მსოფლიოს ჩემპიონატიდან მინიმუმ 268 000-ს მიიღებს. პარიზული კლუბის შემოსავალი შეიძლება 309 000-ის ფარგლებში იყოს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.