
ისრაელმა შემოდგომაზე დანიშნული ერთა ლიგის მატჩების წინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოსთან 2:2 ითამაშა. „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლით მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ „თერთ-ლურჯების’’ შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაი მიზრახიმ და ომრი განდელმანმა თბილისში გამართული სასეირო შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს.
პირველ ნახევარ საათში გუნდებს ცოტა საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ როდესაც პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ანან ხალალისა და გაბი კანიჩოვსკის ჩაუარა და ბურთი დანიელ პერეცსა და მარცხენა ძელს შორის დაუმიზნა მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ. ხალალიმ შესვენების წინ სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მის მიერ საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული მცველებმა აისხლიტეს, რის შედეგადაც პირველი ტაიმი საქართველოს უპირატესობით დამთავრდა – 1:0.
შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ მალევე შეაგდო თავისი მეორე გოლი: მარცხენა ფეხით მისი შესანიშნავი დარტყმული ომრი გლეიზერის (ისრაელმა მეორე ტაიმში მეკარე შეცვალა) კარში შევარდა და 54-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა 2:0-მდე გაზარდა. მაგრამ, ორიოდ წუთში გაი მიზრახიმ ელიელ პერეცის პასით სხვაობა შეამცირა: 59-ე წუთზე მისი დარტყმული რიკოშეტით შევარდა ქართველი მეკარის კარში. ანგარიში გახდა 2:1.
„თეთრ-ლურჯებმა’’ ანგარიშის გასათანაბრებლად ზეწოლა განაგრძეს და ეს ომრი განდელმანის წყალობით შეძლეს კიდეც. განდელმანმა მარჯვნიდან დაიწყო ოსკარ გლუხისგან პასი მიიღო და 63-ე წუთზე ბურთი საქართველოს ნაკრების კარის „ჭერში’’ შეაგდო – 2:2. იარდენ შუას კიდევ ჰქონდა ორი საგოლე მომენტი. ორივე გუნდი ცდილობდა გამარჯვების გოლის გატანას, მაგრამ შეხვედრა დასრულდა 2:2.
მატჩის შემდეგ ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა თქვა: „გოლები თამაშის ლოგიკის საწინააღმდეგოდ გავუშვით. შეხვედრას ვაკონტროლებდით, მატჩი ღირსეულად ჩავატარეთ. როდესაც გოლს უშვებ, მთავარია შენი თამაში არ დაკარგო. ჩვენ ამ შეხვედრაში სხვა მიზნებიც გვქონდა და ყველა შევასრულეთ. ვფიქრობ, ოსკარ გლუხმა ჩინებულად ითამაშა და ჩვენ შევძელით წინა პლანზე წამოგვეწია ფეხბურთელები, რომლებიც მომავალში დაგვეხმარებიან’’.
შემდეგ მწვრთნელმა ილაპარაკა ომის პერიოდში ნაკრების გაძღოლის შესახებ: „როდესაც რამეზე წუწუნი მოგინდება უნდა გაიხსენო, რომ გარშემო ჯარისკაცები იბრძვიან. ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ მოკრძალება და ხალხს თავიანთი საქმის კეთების საშუალება მივცეთ. ვლოცულობ და მჯერა, რომ ჩვენი ხალხი გასაოცარია. ჩვენს თავზე პილოტები დაფრინავენ. საბოლოო ჯამში ჩვენ ჩვენი ბავშვებისთვის მშვიდობა გვინდა. ჩვენ მშვიდობის ხალხი ვართ’’.
ომრი განდელმანმა ისრაელის ნაკრებში თამაშის შესახებ ილაპარაკა: „არ არსებობს უკეთესი გრძნობა ვიდრე ნაკრების ფორმის ჩაცმა და გოლის გატანაა. ხელი რამდენიმე ადგილზე მოტეხილი მაქვს და მტკივა, მაგრამ ძალიან მინდოდა ამ შეხვედრაში მონაწილეობა. ისრაელის ნაკრებში ყოველ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ ჩვენ ყველანი ვცდილობთ გუნდს დავეხმაროთ. ტრავმა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მე თამაში ყოველთვის მწყურია და მზად ვარ გუნდს დავეხმარო. იმედი მაქვს, რომ ასეც გავაგრძელებ. არ მოვიტყუები, არ ვიტყვი, რომ კლუბს („ლეჩეს’’) უნდოდა რომ ნაკრებში სათამაშოდ წამოვსულიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა’’.
sports rabbi
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
