გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ პორტლენდს ესტუმრა 110:98 მოუგო. ეს მატჩი უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენიანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა.
მამუმ ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 34.51 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
ჩვენებურს პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას კი, გუნდმა მეტოქეზე 25 ქულით მეტი ჩააგდო. ეს მაჩვენებელიც ორივე გუნდში საუკეთესი იყო.
„ტორონტო“ 28 მოგებითა და 19 მარცხით კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი ორივე კონფერენციის ლიდერ „ოკლაჰომასთან“ სტუმრად ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
