საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ნანატრი და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.
ათანასიოს კაჩიგიასის გუნდმა მესამე ტურში სლოვენია 22:11 დაამარცხა და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ამ წყვილში უდავო ფავორიტად კი მიიჩნეოდა, მაგრამ პირველი ტაიმი გაგვიჭირდა და ფრე – 8:8 დასრულდა. თუმცა, შესვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ჩვენებმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
მომდევნო ეტაპზე ისევ ჯგუფური ეტაპია. საბერძნეთის, ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებების მეტოქეები ამჯერად იტალია, რუმინეთი და თურქეთი იქნებიან.
გუნდებს პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები მიჰყვებათ. შედეგად ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: იტალია 6 ქულა; საფრანგეთი და ხორვატია 3-3 ქულა და ერთმანეთში ჯერ კიდევ სათამაშო; რუმინეთი 3 ქულა; საქართველო და თურქეთი უქულოდ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
