
პარასკევს ვაშინგტონში, „კენედის ცენტრში’’ გაიმართება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელსაც დონალდ ტრამპიც დაესწრება. მუნდიალი ერთბაშად სამ ქვეყანაში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 გუნდი.
ტრამპს ბევრჯერ უთქვამს, რომ აშშ-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მისი პრეზიდენტობის მეორე ვადას და ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს დაემთხვეოდა. ცერემონია საქართველოს დროით 15 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფინალისტი ქვეყნების საფეხბურთო ჩინოვნიკები, მწვრთნელები, მსაჯები და სხვა.
აშშ-მ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2018 წელს მიიღო, როდესაც ტრამპი პირველად იყო ქვეყნის პრეზიდენტი. მას მერე ის ამბობს, რომ ახლო ურთიერთობა აქვს ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან. მათმა პარტნიორობამ უკვე მოიტანა დიდი შედეგი, როდესაც ამერიკაში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. 2031 წელს აშშ-ში, იამაიკაში, მექსიკასა და კოსტა რიკაში გაიმართება ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატიც.
თუმცა, პოლიტიკა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებში უხეშად ერევა. ასე მაგალითად დამნაშავეობასა და იმიგრაციასთან მებრძოლმა ტრამპმა წამოაყენა დემოკრატების მიერ მართული ქალაქებიდან თამაშების რესპუბლიკელების მიერ მართულ ქალაქებში იდეა.
ამის მიუხედავად, პარასკევს კენჭისყრაზე აშშ-ს პრეზიდენტის დასწრება ნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდეს შეჯიბრებას მსოფლიოს უმძლავრესი სახელმწიფო უმაღლეს დონეზე გაუწევს კურირებას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
