
აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა, ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონგონ კიმთან იუკოთი იმარჯვა, ფინალში კი მოლდოველი მიჰაილ ლატისევს იპონით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.
გიორგი სარდალაშვილი (60კგ.) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ქართველმა ძიუდოისტმა, ებრაელი იცხაკ აშპიზი და ყირგიზი ამან ბაკიტჟანი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან წააგო და ჭიდაობა ბრინჯაოსთვის მოუწია. მედლისთვის სარდალაშვილმა ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი საფინალო გონგამდე ოთხი წამით ადრე ვაზარიზე დასცა და მკერდი ბრინჯაოთი დაიმშვენა.
გრანდ სლემის ბოლო დღეს ბრინჯაო ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100კგ.) მოინაგრა. ჩვენებურმა გერმანელ ლასენი კონეს და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან წააგო, ბრინჯაოსთვის კი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს დაეჭიდა და ერთადერთი იუკოთი მოიგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
