ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტური დარჩა და ლიდერებს ისევ თანაბარი 71-71 ქულა აქვთ. 33-ე ტურშიც ორივემ გაიმარჯვა. „იბერიამ“ სტუმრად აუტსაიდერი „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა, „დილამ“ კი ასევე გასვლაზე 2:1 იმარჯვა ბათუმში, არადა, თავიდან აგებდა. გორელთაგან თავი ისევ 18 წლის ბურკინაფასოელმა, არუნა უატარამ გამოიჩინა. მან დუბლი მიითვალა.

ამ ტურში კიდევ ორი დუბლი შესრულდა. ერთი თელაველმა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა მოახერხა „გარეჯთან“, მეორე ქუთაისელთა ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა „სამგურალთან.“ ახლა იონსენს ჯამში 18 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავასაც ერთპიროვნულად ლიდერობს.
სხვათა შორის, ეს ნორვეგიელის მესამე დუბლია მიმდინარე სეზონში. მისი პოკერიც კარგად გვახსოვს წინა ტურში „ბათუმთან.“
„ტორპედომ“ იმრულ დერბიში სტუმრად „სამგურალი“ 4:2 დაამარცხა, 56 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა, მისმა კონკურენტმა ევროსაგზურისთვის, თბილისის „დინამომ“ შინ წააგო „გაგრასთან“ და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
ბათუმელებმა კი ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს და პლეი-აუტის ზონას 3 ქულითღა უსწრებენ.
კოლხეთი 0:1 იბერია
0:1 გოშთელიანი (23)
დინამო 2:4 გაგრა
0:1 ზოიძე (10), 1:1 მორჩილაძე (18 პენ), ), 1:2 ცინცაძე (20), 1:3 მუჯირი (47), 1:4 გოცირიძე (76), 2:4 იორო (88)
გარეჯი 3:3 თელავი
0:1 ბაშელეიშვილი (2), 1:1 პაპავა (36), 2:1 გოგოლაშვილი (42), 2:2 ბაშელეიშვილი (45+1), 2:3 არაბული (53), 3:3 ცეცხლაძე (84)
ბათუმი 1:2 დილა
1:0 ხოზრევანიძე (21), 1:1, 1:2 უატარა (63, 81)
სამგურალი 2:4 ტორპედო
1:0 ფანცულაია (1), 1:1 იონსენი (24), 1:2 კოხრეიძე (74), 1:3 იონსენი (88 პენ), 2:3 პატარკაციშვილი (90+1), 2:4 ანდრიჩი (90+10)
გაძევება: ჯერალდო (70) – სამგურალი
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
