„ბრესტი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. მისმა მწვრთნელმა ერიკ როამ მატჩის წინა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც „ოქროს ბურთის’’ ლაურეატის ოსმან დემბელეს შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: „მისი წარმატება ძალიან მიხარია, რადგან ის კარგი ბიჭი და დიდებული ფეხბურთელია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ დემბელეს წარმატება მხოლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ კარგმა თამაშმა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ კი არ განაპირობა, არამედ მისმა პირადმა სტატისტიკამაც. ამაში კი ჩვენ ძალიან დავეხმარეთ, რადგან ბევრი გოლი გაგვიტანა. ასე რომ, „ოქროს ბურთში’’ გარკვეული წვლილი ჩვენც მიგვიძღვის’’.
„დემბუზი’’ „ბრესტის’’ მიმართ მართლაც დაუნდობელი იყო და როას ხუმრობაც ამან განაპირობა. მოხდა ისე, რომ დღევანდელი მეტოქეები გასულ სეზონში ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ― ორჯერ ლიგა 1-ში და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაში. პარიზელებმა ოთხივეჯერ მოიგეს. მათ საბრალო მოწინააღმდეგეს 18 გოლი გაუტანეს რომელთაგან 7 „ოქროს ბურთის’’ მომავალმა მფლობელმა, „დორტმუნდისა’’ და „ბარსელონას’’ ყოფილმა მოთამაშემ დემბელემ შეაგდო.
როამ განაგრძო: „განსაკუთრებით ყურადსაღები მისი პროგრესი იყო. სეზონის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დემბელეს ძალიან აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კარის წინ მოუქნელი იყო. სეზონის მეორე ნახევარში კი მან ცენტრში გადაინაცვლა და ნამდვილი სერიული მეგოლე გახდა. ყველაზე მეტად მაინც ის მომწონს, რომ ის გუნდურობის გამო დააჯილდოეს. მას თამაშისადმი საგანგებო დამოკიდებულება ჰქონდა. მეტოქის საჯარიმოსთან სპრინტერივით იყო, გამოხტებოდა და ბურთიან მოწინააღმდეგეებს, მეკარეს ან ცენტრალურ მცველებს აპრესინგებდა. ეს იმის ნიშანია, რომ დემბელე სრულყოფილი ფეხბურთელი გახდა და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ასე რომ, ვულოცავ მას და მის მწვრთნელებს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
