შოტლანდია უკვე დაგვიმარცხებია…

Home დავთარი შოტლანდია უკვე დაგვიმარცხებია…
შოტლანდია უკვე დაგვიმარცხებია…

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ჩემპიონატის დასკვნით მატჩს იტალიის ქალაქ კალვიზანოს „სან მიკელეზე“ შოტლანდიელ თანატოლებთან გამართავს. ეს იქნება შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილს დაიკავებს.

ფავორიტი საქართველოა, რომელიც ამ დონეზე შოტლანდიას კოშმარად ექცა. ამ გუნდების სამივე შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა და ზოგადადაც, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიისაზე საგრძნობლად ავტორიტეტულია – ბოლო წლებში ახალგაზრდა „ნარშავები“ მსოფლიო ჩემპიონატსა და ალაფას შორის მოძრაობენ და წლეულს ისინი სწორედ  ქვედა დონეზე შარშან მიღწეული წარმატების ხარჯზე არიან ელიტაში.

ასეა თუ ისე, ლადო კილასონიას და მის რაზმს მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ჯგუფურ ეტაპზე განცდილი იმედგაცრუების შემდეგ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ესპანეთი 43:12 დაამარცხეს და ტურნირის მაჟორული აკორდით დასრულებას შეეცდებიან.

მატჩი 22:30-ზე დაიწყება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში:

  1. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 2. შოთა ხელაძე (კაპიტანი, ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 14. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. დაჩი წიკლაური (ხვამლი), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. სანდრო მესხიძე (არმია).

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.