ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „იბერია 1999“ კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა შვედურ „მალმიოსთან“ განმეორებით მატჩშიც 1:3 წააგო.
თბილისელებმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშეს. უფრო სწორად, მეტოქეს არ მისცეს თამაშის საშუალება და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ კი შვედების უპირატესობა ყველაფერში აისახა: მეორე ტაიმი 15 წუთის დაწყებული იყო მასპინძლები უკვე ორი ბურთით რომ იგებდნენ. ამას თან „იბერიას“ კაპიტნის გიზო მამაგეიშვილიც გაძევებაც დაერთო და სტუმართა მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
შემდეგ თავი დიდად არც შევდებს მოუკლავთ და გუნდებმა თითო გოლი მატჩის მიწურულს გაცვალეს. სტუმართაგან ამირან ძაგანიამ გაიტანა. „იბერია“ კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „ლევადიას“ შეხვდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
