პორტუგალიელი რენატო ოლივე 55 წლის ვეტერანია, რომელიც 2003-04 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა. როგორც თითქმის ყველას, ვისაც კლუბთან შეხება ჰქონია, ნეაპოლურმა საიტებმა მას გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე ჰკითხეს. ოლივემ Napoli Magazine Live-თან ინტერვიუში ბევრი საკითხი მიმოიხილა და ისე როგორ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია რომ არ ეხსენებინა.
ბოლო ხანს ნეაპოლის მედია და „აძურისთან’’ დაკავშირებული ხალხი ახალი კვარაცხელიას ძიებაში არიან. ხან ვისზე ამბობენ ახალი კვარააო და ხან ვისზე. ოლივემ ნოა ლანგზე ილაპარაკა:
„მე ვიცი ნოა ლანგი. ის ერთი ერთზე ძალიან ძლიერია, პირით ხაზამდე მიდის და საჯარიმოში აწვდის. მას კარში დარტყმაც ეხერხება. მარცხენა ფეხს კარგად ფლობს. ნოა ლანგი საინტერესო მოთამაშეა. მას შეუძლია „ნაპოლიში’’ კვარაცხელია შეცვალოს. მათი შედარება არ შეიძლება, მაგრამ კონტეს მისი სახით ღირსეული ალტერნატივა ეყოლება’’.
ნოა ნოელ ლანგი 26 წლის ჰოლანდიელი გარემარბია, რომლის შეძენა „ნაპოლის” უნდა. ის „ეინდჰოვენში’’ თამაშობს. კარიერა „აიაქსში’’ დაიწყო. ერთიხანობა „ტვენტეში’’ იყო იჯარით. სამი წელიწადი ბელგიურ „ბრიუგეში’’ გამოდიოდა. ნოა ლანგს ნიდერლანდების ნაკრებში 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
