ინერგება ახალი კანონები და ახალი ტექნოლოგიები ― მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ადრინდელი შეჯიბრებებისგან განსხვავებულად ჩატარდება. ფიფამ წესებში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და ისინი ბელფასტში მდებარე ფეხბურთის ასოციაციათა საბჭოს ჯერ კიდევ თებერვალში შეუთანახმა.
დაინერგება „ხუთწამიანი დათვლა’’: მსაჯები ხელს აღმართავენ, რითაც მეკარეებს ანიშნებენ, რომ თუ მან ბურთი თამაშში ხუთი წამის განმავლობაში არ შეიტანა, ის ჩამოერთმევა და მეტოქე კუთხურს ჩააწოდებს. მსგავსი ექსპერიმენტი ადრე სამხრეთ ამერიკაში ლიბერტადორესისა და სუდამერიკანას თასებზე ჩაატარეს. დაფიქსირდა სულ ორი შემთხვევა, როდესაც მეკარეები დროში ვერ ჩაეტიენ, თუმცა ამ შეჯიბრებებზე ბურთის თამაშში შეტანის დროდ რვა წამი იყო დანიშნული.
დაინერგება აგრეთვე წესი, რომელსაც პირობითად ერქმევა „მხოლოდ კაპიტნები’’. აქ იგულისხმება, რომ მსაჯებთან ურთიერთობის უფლება ექნებათ მხოლოდ კაპიტნებს და ნებისმიერი სხვა მოთამაშე, ვინც არბიტრს დაელაპარაკება ყვითელ ბარათს მიიღებს.
იქნება კიდევ „არტეტას წესი’’: თუ მწვრთნელი ან სათადარიგო ფეხბურთელი ბურთს შემთხვევით მანამდე შეეხება, სანამ ის მოედანს დატოვებს, დაინიშნება მხოლოდ თავისუფალი დარტყმა და ეპიზოდს სხვა სასჯელი არ მოჰყვება.
თუ ფეხბურთელი პენალტის დროს ბურთს თავისავე მეორე ფეხს მოარტყამს, დარტყმა კი არ გაუქმდება, არამედ გამეორდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინერგება თამაშგარე მდგომარეობის განმსაზღვრელი ნახევრადავტომატური ტექნოლოგია: თუ 10 სანტიმეტრიან ოფსაიდში მყოფი ფეხბურთელი ბურთს შეეხება, სიგნალი ავტომატურად მივა მსაჯის ასისტენტთან.
რაგბის მოყვარულები მსაჯზე დამაგრებულ კამერებს უკვე შეცვეულები არიან. კამერები თვალის სიმაღლეზე იქნება განლაგებული და VAR-თან მიერთებული.
შეცვლებისთვის მწვრთნელებს პლანშეტები დაურიგდებათ ანუ ვინ ვის ცვლის ქაღალდზე ხელით აღარ იქნება დაწერილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
