საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო – რამაზ სვანაძის შეგირდებმა პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხეს.
თავიდან პოლონელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მატჩის საწყის წუთებში ბურთი ძელს ორჯერ გაარტყეს. ამ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრები, ძირითადად, კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშა, მაგრამ შეტევის სწორი გაგრძელება უჭირდა.
ტაიმის ბოლოსკენ სვანაძის გუნდმა თამაში უფრო დაალაგა. პრესინგიც უკეთ გამოსდიოდათ და ბურთის კონტროლიც. თუმცა, 45 წუთი ისე მიილია, კარში არ დაურტყამს.
სამაგიეროდ, დაარტყა მეორე ტაიმის დასაწყისში და გოლიც გაიტანა – ანგარიში ნოდარ ლომინაძემ გახსნა. საპასუხოდ ისევ ძელმა გვიხსნა. თუმცა, გოლს მაინც ვერ გადავურჩით – კალუჟინსკიმ პენალტით გაათანაბრა.

დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა: ჯერ ხარატიშვილმა გვიხსნა, შემდეგ გიზი მამაგეიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა სუსტად.
და მაინც მოვიგეთ… მაისურაძემ საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და გორდეზიანს ცარიელ კარში გაატანინა… ბოლო წამზე კი კვლავ ხარატიშვილმა გადაგვარჩინა…
ჩვენივე ჯგუფში პორტუგალია და საფრანგეთი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს… ეს ნიშნავს, რომ პირველი ტურის შემდეგ ლიდერები ვართ…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
