„როლან გაროსის“ ფინალი ისეთი იყო, ვერ დაწერ, ვერ მოყვები… ის უნდა ნახო…
ბულონის ტყეში მდებარე „ფილიპ შატრიეს“ კორტის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა უდიდესი სიამოვნება მიიღო. თუმცა, ალბათ არც სურდათ მატჩი დამთარებულიყო. კარლოს ალკარასმა შეუძლებელი შეძლო და ისეთი თამაში შეატრიალა, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა და ტიტული ხუთ სეტში დაიცვა – 4:6; 6:7; 6:4; 7:6; 7:6.
22 წლის ესპანელი თავიდან ორი სეტით ჩამორჩა. სადღეისოდ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იტალიელმა იანიკ სინერმა უკეთ დაიწყო და სოლიდური უპირატესობა მიიღო. ალკარასი მესამე სეტიდან ათამაშდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. შემდეგ იყო მეოთხე სეტი, სადაც ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ… სინერი 5:3 დაწინაურდა. მართალია, ალკარასი აწვდიდა, მაგრამ 0:40 ჩამორჩა. ესპანელს ჯერ გეიმი უნდა გადაერჩინა, შემდეგ სინერის ჩაწოდებაც მოეგო.
ზუსტად ასე მოხდა.
მატჩის გადარჩენით შეგულიანებულმა კარლიტომ სეტი ტაი ბრეიკზე წაიღო. დადგა გადამწყვეტი, მეხუთე სეტის დრო. ესპანელმა მძლავრად დაიწყო, თავიდანვე ბრეიკი გაახერხა და თითქოს საქმე ბოლომდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ ახლა საქმეში უკვე სინერი ჩაერთო და ბრეიკი მაშინ გაახერხა, როდესაც ესპანელი ჩემპიონობაზე აწვდიდა…
ჩემპიონის ბედი კი ისევ ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა. ალკარასი უკვე შეუჩერებელი იყო. მატჩი 5 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
