თუ „პარი სენ ჟერმენი’’ შაბათ საღამოს „ინტერს’’ დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, პარიზში დაბრუნებული ფეხბურთელები შონზ ელიზეზე პარადს მოაწყობენ. ეს ცნობა პირველმა RMC Sport-მა გაავრცელა და მოგიანებით „პარიზიენმა’’ დაადასტურა.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ დედაქალაქის მერიას ნახევარფინალში გამარჯვებისთანავე მიმართა, მაგრამ მკაფიო პასუხი მყისიერად არ მიუღია. არადა ეს პარადი პარიზულ კლუბს ისტორიაში პირველი „დიდყურა თასის’’ მოგების შემთხვევაში საშუალებას მისცემდა ასეულობით ათასი გულშემატკივრის წინაშე მსოფლიოს (ერთ-ერთ) ულამაზეს გამზირზე ეზეიმა.
RMC Sport-ის ინფორმაციით ზოგიერთი წყაროს თანახმად პარიზის ხელმძღვანელობა საბოლოო დასტურს მაინც მას მერე იტყვის, რაც გარანტიას მიიღებს, რომ ზეიმის დროს არეულობები არ იქნება. ერთი სიტყვით, ხელისუფლება ბოლოწამს პარადზე უარის თქმის უფლებას მაინც იტოვებს.
ღონისძიების დაგეგმვის მიზნით ოთხშაბათს გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და პრეფექტურის წარმომადგენელთა შეხვედრა.
ქალაქის მერვე ოლქის მერმა ჟანა დ’ოსტერმა განაცხადა, რომ ის და პოლიციის პრეფექტი ვერ შეთანხმდნენ.
„ელისეს მინდვრებზე მდებარე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს ეშინიათ, რადგან მათი აზრით ფეხბურთთან დაკავშირებული ზეიმი ყოველთვის არეულობით მთავრდება. მე კვირას პარადის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ გადაწყვეტილება ჩემზე მაღლა მიიღეს’’, – თქვა მან და დასძინა, რომ ზოგი მაღაზია ვიტრინების გისოსებით დაფარვას აპირებს.
„დღეს ჩვენ კოლოსალურ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს ვხარჯავთ იმისათვის, რომ ვანდალიზმის აქტებისგან თავი დავიცვათ’’, – დააგვირგვინა დ’ოსტერმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
