მსოფლიოს 2027 წლის საკალთბურთო ჩემპიონატი დოჰაში გაიმართება. ყატარის დედაქალაქში მოსახვედრად საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპით ეცდება და დღეს მისი მეტოქეები გაირკვა… თუმცა, უფრო მართალი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ჯერ ბოლომდე ვერ გაირკვა.
მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ჯგუფში მეტოქედ ჩვენებს ესპანეთის ნაკრები ერგო, ხოლო ორ მეტოქეს პრესაკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
წილისყრაში მონაწილეობა 32 ნაკრებმა მიიღო: წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე გასულ 24 ნაკრებს 8 გუნდი დაემატება, რომლებიც მანამდე პრე-კვალიფიკაციაში ითამაშებენ. წილისყრის სრული შედეგები ასეთია:
A) ესპანეთი, საქართველო, ორი გუნდი პრე-საკვალიფიკაციოდან ამოსული;
B) საბერძნეთი, ჩერნოგორია, პორტუგალია, პრე-საკვალიფიკაციოდან ამოსული;
C) სერბეთი, თურქეთი, ბოსნია, პრე-საკვალიფიკაციოდან ამოსული;
D) ლიეტუვა, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია;
E) გერმანია, ისრაელი, კვიპროსი, პრე-საკვალიფიკაციოდან ამოსული;
F) ლატვია, პოლონეთი, ორი გუნდი პრე-საკვალიფიკაციოდან ამოსული;
G) საფრანგეთი, ფინეთი, ბელგია, პრე-საკვალიფიკაციოდან ამოსული;
H) სლოვენია, ჩეხეთი, ესტონეთი, შვედეთი;
32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. გუნდები ორ ეტაპად, ფინალური ეტაპის 12 მონაწილეს გამოავლენს. პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ 3-3 საუკეთესო ნაკრები მეორე რაუნდში აღმოჩნდება, სადაც ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის. გუნდებს პირველი ეტაპის შედეგები გადაჰყვებათ და მხოლოდ იმ გუნდებთან ითამაშებენ, რომლებთანაც მანამდე არ შეხვედრიან. ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მასპინძელთა ნაკრები, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომელსაც ამ ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
