გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ სტუმრად „ჟირონასთან’’ 1:1 ითამაშა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურებს’’ მშობლიური „მესტალიას’’ გარდა სხვა სტადიონზე არ მოუგიათ: 7 ფრე და 7 მარცხი. ვალენსიელები მართალია „წითელ’’ ზონაში აღარ არიან, მაგრამ შორსაც არ წასულან ― მე-18 ადგილს 1 ქულით უსწრებენ.
ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ბოლოხანს გაკრიტიკებულმა გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, სამი დარტყმა მოიგერია, რომელთაგან ერთი რთული იყო და ერთიც ურთულესი. გიორგის ასეთი „აფეთქება’’ საქართველოს ნაკრების მოახლოებული ორი შეხვედრის წინ დიდ იმედს გვისახავს.
მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა „ვალენსიას’’ ტელევიზიას რამდენიმე კითხვაზე უპასუხა:
…ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, მითუფრო იმიტომ, რომ შეხვედრა სტუმრად იყო. ასე უნდა გავაგრძელოთ. კარგ გზაზე ვდგავართ. ჩვენ ყოველწამს უნდა ვიბრძოლოთ და კოკურენციაში დავრჩეთ…
…ბევრს ვმუშაობთ თამაშები რომ მოვიგოთ. ვფიქრობ, ბოლოხანს კარგ ფორმაში ვართ. შინ ვიმარჯვებთ. სტუმრად მართალია ჯერ არ მოგვიგია, მაგრამ არც დავმარცხდით. მწამს ასე თუ გავაგრძელებთ მოგებებიც მოვა…
…ახლა სანაკრებო პაუზა მოდის. ენერგია აღვიდგინოთ და საქმეს უფრო ძლიერები დავუბრუნდებით. ერთხელ ცუდად თუ ვითამაშე არ ნიშნავს, რომ ცუდი მეკარე ვარ. ისევე როგორც ერთი კარგი თამაში არ ნიშნავს კარგ მეკარეს. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ…
Flashscore-მა გიორგის 6.7 დაუწერა, sofascore-მა 7.1, ხოლო whoscored-მა 7.0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
